"სცენაზე, ცეკვის დროს გარდაიცვალა გია ჯაჯანიძე" - ფსიქოლოგის წინათგრძნობა

"სცენაზე, ცეკვის დროს გარდაიცვალა გია ჯაჯანიძე" - ფსიქოლოგის წინათგრძნობა

"ცეკვავენ ვარსკვლავების" მორიგი ტური მონაწილეებმა გადააგორეს. შოუ თიკა ჯამბურიამ დატოვა... გია ჯაჯანიძე, რომელმაც გუშინ კინტაური იცეკვა და ქართულის ტურში გავარდნას ელოდებოდა, პროექტში დარჩა, მაყურებელმა ის დატოვა... ყველას მადლიერია, მაგრამ ძალიან ღელავს, შოუში ყოფნით დაიღალა.

"ამბები.გე"-ს გიამ საკუთარი გულისნადები ასე გაუმხილა:

- სურვილი ამისრულდა, ძალიან მინდოდა, ქართულ ტურში მეცეკვა. მოულოდნელად შემდეგ ტურშიც გადავედი. არადა, გავარდნა მინდოდა, დავიღალე და მიმაჩნია, რომ ამ პროექტში ჩემი თავი ამოვწურე. თან, ბავშვები ძალიან განიცდიან გავარდნას. მე ჩემი მეწყვილის, ანი ჯაჯანიძის გამო უფრო ვინდომებ, მაგრამ ამ მონდომებამაც დამღალა. პროფესიონალი მოცეკვავეები ვფიქრობ, რომ უცხოპლანეტელები არიან, როგორ ახერხებენ ხელებისა და ფეხების სხვადასხვა მხარეს ასე მოძრაობას, ჩემთვის ამოუცნობია. ცეკვის დროს დაუჯერებელი რაღაც მჭირს, ჩემს გვარს როგორც კი აცხადებენ, შოკისგან მგონი, ტვინი იძინებს და მერე მთელი ცეკვის განმავლობაში მძინავს. შეწყდება თუ არა მუსიკა, მაშინვე ვფხიზლდები, ანუ ტაშისა და შეძახილების ხმაზე ვიღვიძებ...

ვატყობ, რომ ფსიქიკა გადამეღალა, ვერ ვხვდები, რაში მჭირდებოდა ეს ყველაფერი. პოპულარობა არ მაკლდა, ფულს ამაში არ მიხდიან, მოკლედ, ადამიანი თავის თავს რომ დაუშავებს, ისე ვერანაირი მტერი ვერ დააზიანებს. ხანდახან ვფიქრობ, ვიბრძოლებ ბოლომდე, ჩემი ასაკის ადამიანებს მაგალითი რომ მივცე, მაგრამ მერე ვფიქრობ, პირიქით არ მოხდეს და სცენაზე არ მოვკვდე, მაგრამ მგონია, რომ ამასაც არ დაიჯერებენ და შოუს ნაწილად ჩათვლიან. ისე, როგორი იქნება, რომ იტყვიან - "სცენაზე ცეკვის დროს გარდაიცვალა შოუმენი და ტელეწამყვანი, საყვარელი კოკროჭინა - გია ჯაჯანიძე"...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება