კონჩიტა ვურსტი: "ელტონ ჯონი თაიგულებს მიგზავნის"

კონჩიტა ვურსტი: "ელტონ ჯონი თაიგულებს მიგზავნის"

საერთაშორისო კონკურსის, "ევროვიზია 2014"-ის გამარჯვებული, 25 წლის ავსტრიელი კონჩიტა ვურსტი გრემ ნორტონის შოუში მიიწვიეს.

კონჩიტამ განაცხადა, რომ ელტონ ჯონმა მას ყვავილების თაიგული კონცერტზე, ოთახში გაუგზავნა. კონჩიტას თქმით, ელტონისა და მისი პარტნიორის გაკეთებულმა საჩუქარმა ძალიან გაახარა. თაიგულში ბარათიც იდო, სადაც ეწერა - "ჩვენ გვიყვარხარ, ელტონი და დევიდი".

ამასთან, კონჩიტამ განაცხადა, რომ მას გამარჯვება ვარსკვლავმა შერიმაც მიულოცა და მისი მისამართით თბილი სიტყვები არ დაიშურა.

კონჩიტა, რომელმაც იმიჯით აღმოსავლეთ ევროპა განარისხა, დაქორწინებულია. მისი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild აქვეყნებს. ტაბლოიდის ინფორმაციით, კონჩიტა ვურსტის რჩეული ჯასკუს პატრიკია, რომელიც პროფესიონალი მოცეკვავე და მოდელია.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება