"გვაჩვენა მაგალითი გადაცემის უკიდურესად მიკერძოებულად და ვნებიანად წაყვანისა" - შალვა რამიშვილი ჟიჟილაშვილზე

"გვაჩვენა მაგალითი გადაცემის უკიდურესად მიკერძოებულად და ვნებიანად წაყვანისა" - შალვა რამიშვილი ჟიჟილაშვილზე

ტელეწამყვანი შალვა რამიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში ნინო ჟიჟილაშილისა და რუსთავის მერობის კანდიდატ ეროსი კიწმარიშვილის დაპირისპირებას ეხმაურება.

"ვუყურე ნინო ჟიჟილაშვილისა და ეროსის შერკინებას. არაფერი ჩემთვის მიუღებელი ჟიჟის არ ჩაუდენია. გვაჩვენა მაგალითი გადაცემის უკიდურესად მიკერძოებულად და ვნებიანად წაყვანისა. მე მევასება ასეთი პროვოკაციები, როცა სრულიად ნათელია რა პოზიციაზე დგას და რას ჩალიჩობს გადაცემის ავტორი.

უბრალოდ ამის შემდეგ ჟიჟიმ არ უნდა დაიწყოს ჭკუის დარიგება სუპერობიექტურობისა და მიუკერძოებლობის თაობაზედ (დარწმუნებული ვარ არც დაიწყებს).

ასე თუ გაარძელებს ძალიან მაღალი რეიტინგი ექნება

ჰო და კიდევ...

ეროსიც აკეთებდა "მაესტროს" !

როცა ჟიჟი მედიას ასწავლიდა ის (ანუ ეროსი) თათბირობდა "მაესტროს" თანამშრომლებთან ერთად და გეგმავდა როგორც ტაქტიკურ ისე სტრატეგიულ საკითხებს ტევესი. ამას იმედია არ უარყოფენ ძველი "მაესტროელები".

"აკრედიტაციის გარეშეს" იდეაც მას ეკუთვნოდა კსტატი!

და ვაბშე მაგან დამპატიჟა 2011 წელს "მაესტროში".

ეს ისე... უსამართლობა არ მევასება პროსტო, თორე ეროსისთან მილიონი პრეტენზია შეიძლება გქონდეს (ისევე როგორც ჩემთან)", - წერს რამიშვილი.

შეგახსენებთ, 14 მაისს ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "ცხრიანში" რუსთავის მერობის კანდიდატი ეროსი კიწმარიშვილი იყო მიწვეული. ნინო ჟიჟილაშვილსა და მის რესპონდენტს შორის კითხვა-პასუხი ინტერვიუს დასაწყისიდანვე მწვავე დებატებში გადაიზარდა. საუბრის ძირითადი თემა არა თვითმმართველობის არჩევნები, არამედ "მაესტროს" და ტელეკომპანიის მმართველი კომპანიის დამფუძნებელს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა იყო.

დაძაბული საუბარი წამყვანსა და რესპოდენტს შორის სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. ეროსი კიწმარიშვილმა ტელეწამყვანს უთხრა, რომ ეს არის ყველაზე სამარცხვინო ეთერი მისი ჟურნალისტური კარიერის მანძილზე.

იხილეთ ასევე: "საქციელ დაკარგული ჟურნალისტი" - ჩერგოლეიშვილის მწვავე კრიტიკა და ქილიკი ჟიჟილაშვილის ვიზუალზე

თამარ რუხაძე - ვერასოდეს ვიტყვი, რომ ეროსი კიწმარიშვილს "მაესტროზე" არაფერი გაუკეთებია

იხილეთ ვიდეო: "არ გრცხვენიათ?" - ნინო ჟიჟილაშვილის და ეროსი კიწმარიშვილის დებატები "მაესტროზე"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს