ლალი ტოტიკაშვილს ქართულ კერძებზე მეტად ევროპული სამზარეულო მოსწონს

ლალი ტოტიკაშვილს ქართულ კერძებზე მეტად ევროპული სამზარეულო მოსწონს

გემო-მეტრის სტუმრები ლალი ტოტიკაშვილი და ონისე ონიანი გეტყვიან, რომელ სუპერ-მარკეტებს სტუმრობენ ყველაზე ხშირად და რომელია მათი ფავორიტი კვების ობიექტები.

- ყველაზე ხშირად რომელ სუპერმარკეტს სტუმრობ?

- ''გუდვილს'', რომელიც ჩემს ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. ასევე დავდივარ ''სმარტში''და ''კარფურშიც'', ოღონდ უფრო იშვიათად. ბავშვების გამო ძეხვეულის ყიდვას ვერიდები, თუკი მაინც გადავწყვეტ, აუცილებლად ვყიდულობ ''ნიკორას'' საბავშვო სოსისს. საერთოდ, ვცდილობ, მზა კერძებით არ ვიკვებო, მირჩევნია, სახლში მომზადებული მივირთვა და ბავშვებსაც ეს ვაჭამო.

- სად მიირთმევ ტრადიციულ ქართულ კერძებს?

- ხინკალი ''შემოიხედე გენაცვალეში''მომწონს, თუმცა ხშირად ქართულ სამზარეულოზე მეტად ევროპული კერძებს ვანიჭებ უპირატესობას. ასევე ძალიან მიყვარს ჩინური, იაპონური სამზარეულო, იაპონური კერძების დასაგემოვნებლად ვსტუმრობ ''საკურას''ბარნოვზე.

- დესერტიდან რა გიყვარს გამორჩეულად?

- ვერ ვიტყვი, მაინცდამაინც ტკბილის მოყვარული ვარ-მეთქი, მაგრამ როდესაც დესერტის მირთმევის სურვილი მიჩნდება, სადაც უნდა ვიყო, ტირამისუს ვუკვეთ.

- მეგობრებს შეკრების ადგილად რომელი კაფე გაქვთ შერჩეული?

- ''კანაპე''ბარნოვზე. როდესაც შეკრება გვინდა, სწორედ იქ მივდივართ. საღამოობით კი მეგობრები ხშირად ვსტუმრობთ ''ელ ცენტროს''.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება