ტელეწამყვანი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს პუტინის პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ჩერგოლეიშვილი "ფესიბუქის" პირად გვერდზე წერს.
"ვინც ვერ ხვდება, რომ ის, რასაც მართლმადიდებელი ეკლესია და მისი წინამძღოლი დღეს თბილისის ქუჩებში აწყობს პუტინის პოლიტიკაა და არაფერი აქვს საერთო არც ქართულ ტრადიციებთან, არც სულიერებასთან და არც ღმერთთან - ბრიყვია.
მანამდე იქნება ჩვენი ქვეყანა უპოვარი და უძლური, მანამდე იქნება ქართველი ხალხი ღარიბი, სანამ პუტინის პოლიტიკის გამტარებლებს საფუძველი არ გამოეცლებათ", - წერს ჩერგოლიეშვილი.
"17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღეა" - ამ ლოზუნგით გუშინ ფილარმონიიდან სამების მიმართულებით მრევლმა მსვლელობა მოაწყო. მრევლს სასულიერო პირები მიუძღოდნენ. მსვლელობის მონაწილეებს ეკავათ პლაკატები წარწერით: "არც ერთი მორწმუნე არ მიიღებს ამ კანონს", "სულიერი სიკვდილი ფიზიკურზე საშინელია", "მამათმავლობა ცოდვაა, გარყვნილება და პათოლოგიაა", "დაერმორჩილეთ ერისა და ბერის მოთხოვნას" და ა.შ.
მსვლელობის პარალელურად, პარლამენტის წინ სახელდახელოდ მოწყობილ კარავში ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობდა. მრევლი ხელმოწერით პარლამენტის მიერ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის გაუქმებას მოითხოვდა.