ვინ მოიგებს "ორ ვარსკვლავს" - ცნობილების პროგნოზები

ვინ მოიგებს "ორ ვარსკვლავს" - ცნობილების პროგნოზები

პროექტი "ორი ვარსკვლავი" ფინალს უახლოვდება. დარჩენილია ოთხი წყვილი: ირინა ონაშვილი - გიორგი მახარაშვილი, მიშა ბაღათურია - სოფო გელოვანი, გოგოლა კალანდაძე - ნოდიკო ტატიშვილი, ლევან ჯავახიშვილი - ნინი წიკლაური...

თითოეული მათგანი კარგად მღერის და ცხადია, ფანები და გულშემატკივარებიც საკმაოდ ჰყავთ... საინტერესოა, რას ფიქრობენ და რა პროგნოზებს აკეთებენ ცნობილი ადამიანები იმასთან დაკავშირებით - თუ ვინ მოიგებს პროექტს და ვის რა შანსები აქვს ამ შოუში.

ვახტანგ რჩეულიშვილი, ყოფილი პარლამენტარი და ამ პროექტის ყოფილი მონაწილე:

- ჩემი აზრით, ფინალში შემდეგი ორი წყვილი: მიშა ბაღათურია - სოფო გელოვანი და ირინა ონაშვილი - გიორგი მახარაშვილი გავლენ. თუ რომელი იქნება მესამე წყვილი: გოგოლა კალანდაძე - ნოდიკო ტატიშვილი თუ ლევან ჯავახიშვილი - ნინი წიკლაური, ეს არ ვიცი. ლევანს გამარჯვების ნაკლები შანსი აქვს თუნდაც იმიტომ, რომ "იმედის" წამყვანია. ისე, მე გოგოლას გულშემატკივარი ვარ...

მაკა შალიკაშვილი, მსახიობი:

- ვფიქრობ, ირინა ონაშვილი გაიმარჯვებს, კარგად მღერის, თუმცა მე გოგოლა კალანდაძე მომწონს...

მამულიჩა, პროდიუსერი:

- ჩემი აზრით, რასაც ვუყურებ, ფინალში მიშა ბაღათურია და ირინა ონაშვილი დადგებიან...

- ასე რატომ ფიქრობ?

- ონაშვილმა მუშაობას ძალიან მოუმატა და ხალხის მოწონება დაიმსახურა; მიშა ბაღათურია ფაქტობრივად, სტაბილურად მიდის და თავისი ნიშა უჭირავს, ლევან ჯავახიშვილმა კარგად დაიწყო და ახლა ეტყობა, რომ უკვე ნერვიულობს. ამასთან, გოგოლა კალანდაძე და ლევან ჯავახიშვილი რამდენჯერმე მოხვდნენ აუტსაიდერებში. ამიტომ ბევრი მუშაობა დასჭირდებათ... ჟიურის სიმპათიები ვეღარ გადაწყვეტს ვერაფერს იმიტომ, რომ რაც უფრო ცოტა ხალხი რჩება, მით უფრო ძლიერდება მაყურებლის ხმები. მოკლედ, საბოლოოდ გაიმარჯვებს ის, ვინც ყველაზე კარგად იმღერებს...

მასტერი, რეპერი:

- ამ შოუში მენიჭიერება ლევან ჯავახიშვილი. მისი მეწყვილე - ნინი წიკლაური ჩემი მეგობარია და მათ ძალიან ვგულშემატკივრობ. ლევანი შოუბიზნესის ბევრ წარმომადგენელზე უკეთ მღერის... სამწუხაროდ, პროექტს უდროობის გამო ხშირად ვერ ვუყურებ...

- სხვა კონკურსანტებზე ვერაფერს იტყვი?

- სამწუხაროდ, შოუდან მეტი არავინ მახსოვს...

ნანიკო ხაზარაძე, ტელეწამყვანი:

- პროექტს ხშირად ვერ ვუყურებ, მაგრამ ძალიან მომწონს ლევან ჯავხიშვილი. მგონია, რომ ლევანი გაიმარჯვებს. კარგად მღერის...

ლიკა ყაზბეგი, სამოდელო სააგენტოს ხელმძღანელი:

- ჩემი ვარაუდით, პროექტს ჩემი კოლეგა, სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი, ირინა ონაშვილი მოიგებს. გამარჯვებას ნამდვილად იმსახურებს.

რაც შეეხება შოუს ორგანიზატორებს, არ გაუმართლა იმ მხრივ, რომ ერთდროულად ამ რაოდენობის შოუ ქართულ ტელესივრცეში არ მახსოვს.

მე მაგალითად, ამ შოუში ბევრს არ მივაღებინებდი მინაწილეობას. მაგრამ პოპულარობის ჟინის ტყვეობაში მყოფმა ზოგიერთმა მონაწილემ ვფიქრობ, რომ უხერხულ მდომარეობაში ჩაიგდო თავი.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება