თურქეთის მაღაროს საქმეზე 18 ადამიანი დააკავეს

თურქეთის მაღაროს საქმეზე 18 ადამიანი დააკავეს

თურქმა სამართალდამცავებმა სომნას მაღაროში მომხდარი ტრაგედიის საქმესთან დაკავშირებით, რასაც 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 18 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.

ცნობილია, რომ დაკავებულთა შორის იმ სამთომომპოვებელი კომპანიის მაღალჩინოსნებიც არიან, რომლებიც ქალაქ სომნაში ახორციელებდნენ სამუშაოებს. პოლიციას ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

თურქეთის ქალაქ სომნას მაღაროში აფეთქება 13 მაისს მოხდა, რაც წინასწარი მონაცემებით, მოკლე ჩართვამ გამოიწვია. აფეთქების მომენტში მიწის ქვეშ 787 ადამიანი იმყოფებოდა. ამ დროისთვის ცნობილია 301 გარდაცვლილი მაღაროელის შესახებ.

მომზადებულია reuters.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა