სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩეველი ლალი მოროშკინა "პრემიამიღებული ზონდერების" დაუსჯელობის შემთხვევაში, შვეიცარიას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს.
"დავიღალე წერილებზე პასუხის გაცემით!
თურმე რა დარღვევები ფიქსირდება სასჯელაღსრულებაში,თურმე როგორ ცემენ პატიმრებს, თურმე როგორ ყავთ იზოლაციაში ვაჟკაცი ბიჭები, ხოლო "ნასედკებს" აგულავებენ,თურმე როგორ შედის "განგრეულ კაიფში" დარბაისელი სისტემაში, თანაც ორი იარაღით, თურმე როგორ უზის ადმინისტრაცია წილებში მოთამაშეებს,თურმე.......
ყველა სამართლის აღდგენას ჩემგან ელოდება!
სად იყავით აქამდე????
იცით რას გეტყვით? მე ჩემი პროტესტი დავაფიქსირე სასამართლოში, შ.ს.ს.-ში,სახალხო დამცველთან, კახი კალაძესთან, უფლებადამცველებთან და ჟურნალისტებთან!
და ისიც ვთქვი, რომ თუ პრემიამიღებული ზონდერები არ დააბრუნებენ საბიუჯეტო თანხებს და არ წარსდგებიან სასამართლოს წინაშე, შიმშილობასაც გამოვაცხადებ და შვეიცარიასაც მოვთხოვ თავშესაფარს!
ჩემთან კი ნუ წუწუნებთ, გაიარეთ იგივე გზა!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
ბევრი იყო ჩემსავით თანამშრომელი, მაგრამ სანამ არ გაუშვეს ხმა არ ამოუღიათ! მეც შემეძლო კომფორმიზმი, კაბინეტი, მანქანა, საწვავი... მაგრამ არ შემიძლია...", - წერს მოროშკინა.
იხილეთ ასევე: მოროშკინა შიმშილობას იწყებს - რა გახდა უკიდურესი პროტესტის მიზეზები