მარკუს მეტრეველი: ''სქესს რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ვისიამოვნო''

მარკუს მეტრეველი: ''სქესს რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ვისიამოვნო''

მარკუს მეტრეველი ეპატაჟით ისე გვანებივრებს, რთულია, დღეს ამ მომღერლის სკანდალური განცხადებებით ვინმე გააკვირვო. თუმცა, დამერწმუნეთ, დღევანდელ ბლიცინტერვიუში ბევრ ისეთ ფრაზას ამოიკითხავთ, თვალები შუბლს ზემოთ აგივათ.

- რომ არ დავბადებულიყავი საქართველოში...

- ვიქნებოდი ძალიან წარმატებული, ბედნიერი და უფრო თავისუფალი.

- დღეს რა გიშლის ხელს თავისუფლებაში?

- ბევრი რამ. უაზრო, მოძველებული, მოდაგასული ტრადიციები.

- რომ ვყოფილიყავი ქალი...

- კონჩიტას მოვუგებდი ''ევროვიზიაზე'' (იცინის).

- რისი თქმა გინდა, მარიკო ებრალიძე ვერ არის მაგარი ქალი?

- შეიძლება, არის მაგარი ქალი, როგორც ქალს, არ ვიცნობ. როგორც მომღერალი კარგია, მაგრამ არა ''ევროვიზიისთვის''.

- ძალიან მრცხვენია, რომ...

- დღეს, ოცდამეერთე საუკუნეში, კიდევ ლაპარაკობენ ჩვენს ქვეყანაში ქალიშვილობის ინსტიტუტსა და ანტიდისკრიმინაციულ კანონზე.

- ვბრაზდები, როცა...

- ვხვდები გოიმ, განუვითარებელ და უწიგნურ ადამიანებს. პროვინციალებს არ ვიტყვი, რადგან ამას წინათ ერთ-ერთ რაიონში ვიყავი და იმდენი კარგი ადამიანი გავიცანი... გაუნათლებელ, უვიც და ხამ ადამიანებზე ვბრაზდები.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება