რატომ დაწყევლეს შალვა რამიშვილის შოუში მონაწილეობის შემდეგ სოფია გაჩეჩილაძე

რატომ დაწყევლეს შალვა რამიშვილის შოუში მონაწილეობის შემდეგ სოფია გაჩეჩილაძე

29 წლის სოფია გაჩეჩილაძე ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა. 29 წლამდე მისი კარიერა მხოლოდ ფოტოგადაღებებით შემოიფარგლებოდა, მცირე ხნის წინ კი შალვა რამიშვილის შოუში კორსეტით გამოჩნდა. ჩაცმულ სოფიას შალვამ ეთერში ტანსაცმელი შემოაძარცვა და კორსეტის ამარა დარჩენილი გოგონა პოლიტიკოსს შეადარა. სოფიას კადრებს ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, რომ გადავწყვიტეთ, გოგონა თქვენთვის უკეთ გაგვეცნო.

- ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. სამედიცინო კოლეჯში ფარმაცევტულ ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მაგრამ ბოლომდე არ დამიმთავრებია, არ მომწონდა ეს პროფესია. ამის შემდეგ დავიწყე ფოტომოდელობა. მამა დაღუპული მყავს და მე, დედა და ძმა ერთად ვცხოვრობთ. დაოჯახებული არასოდეს ვყოფილვარ.

- რა ასაკში დაიწყე ფოტოების გადაღება?

- მაშინ ოცი წლის ვიყავი. თავიდან ჰობის დონეზე მქონდა, მაგრამ მერე იმდენად მომეწონა, რომ ახლა უკვე თამამად ვპოზირებ კამერების წინ. ძირითადად, ქუთაისელ ფოტოგრაფებთან ვიღებ. სამწუხაროა, რომ სოციალური ქსელიდან ჩემს ფოტოებს იპარავენ და სხვადასხვა საიტებზე წერენ, რომ ტუჩის ოპერაცია მაქვს გაკეთებული, მკერდი გადიდებული, თითქოს ჩემი გარეგნობა მთლიანად ფოტოშოპის დამსახურებაა.

- როგორ ხვდებიან შენს ფოტოსესიებს ოჯახის წევრები?

- დედასთვის რთულია, მაგრამ ამ ეტაპზე შეგუებულია. ნათესავები მეუბნებოდნენ, რომ მაინც ქუთაისი იყო და დამენებებინა თავი ფოტოების გადაღებისთვის, მაგრამ იმდენად მიყვარს ჩემი პროფესია, ამას ვერ გავაკეთებდი. საერთოდ, გოგონებისგან უფრო მეტი აგრესია მოდის, ვიდრე მამაკაცებისგან, მაგრამ ვცდილობ, ამას არ ავყვე. ყველას ვერ მოვეწონები.

- გარდა ფოტოგადაღებებისა, კიდევ რას საქმიანობ?

- ამ ეტაპზე მხოლოდ ამით ვარ დაკავებული, თუმცა ძალიან მომწონს სამეჯლისო ცეკვები და მინდა, სამოყვარულო კურსებზე ვიარო. რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ საიტზე კონკურსი გამოცხადდა და ჩემმა ფოტომ საპრიზო ადგილი დაიმსახურა. სამწუხაროდ, თბილისში დაჯილ-დოებაზე ვერ ჩამოვედი, მაშინ ოჯახში რაღაც პრობლემები მქონდა.

- კამერის წინ გაშიშვლების კომპლექსი ადვილად დაძლიე?

- საქართველოში სხვანაირი მენტალიტეტია, ყველაფერს მძიმედ აღიქვამენ. ამ დროს გააჩნია ფოტოგრაფს, თუ ის პროფესიონალია, თავისი საქმე უყვარს, მასთან მუშაობა გაცილებით მარტივია.

- თბილისში კარიერის აწყობა არ გიცდია?

- დედაქალაქი ძალიან მიყვარს, შეიძლება, ვინმეს ეწყინოს, მაგრამ თბილისში უფრო პროფესიონალი ფოტოგრაფები არიან, ვიდრე ქუთაისში. ძალიან მინდა ჩამოვიდე და პორტფოლიოსთვის სურათები გადავიღო. მომწონს სტუდიური ფოტოები.

- თუ პროფესიონალი გადაგიღებდა, მთლიანად გაშიშვლებაზეც დათანხდებოდი?

- თუ პროფესიონალი გიღებს ფოტოებს და აუცილებელია, ალბათ - კი, მაგრამ არაპროფესიონალთან მუშაობა ძალიან რთულია.

- სოფია, ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლება ქუთაისში.

- საერთოდ, უამრავი ადამიანი მწერს, რომ ჩემი ფოტოები ძალიან მოსწონთ. მთხოვენ, რომ სოციალურ ქსელში უფრო მეტი ფოტო გამოვაქვეყნო. არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ ქუთაისში ჩემზე ბევრს ჭორაობენ და აქედან გამომდინარე, ბევრი მიცნობს. იმასაც ჭორაობდნენ, რომ ვითომ ქმარ- შვილი მყავდა და ოჯახი დავანგრიე. იგონებენ, რომ პლასტიკური ოპერაციების სერია გავიკეთე.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება