ნიგერიაში აფეთქებების შედეგად 118 ადამიანი დაიღუპა

ნიგერიაში აფეთქებების შედეგად 118 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 118 ადამიანი დაიღუპა ნიგერიის ქალაქ ჯოსში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად. "ბიბისის" ცნობით, აფეთქების შედეგად დაშავებულია 50-ზე მეტი ადამიანი, ათეულობით კი შენობების ნანგრევებშია მოყოლილი.

არსებული ინფორმაციით, პირველი აფეთქება ბაზარში მოხდა, მეორე კი ჰოსპიტალთან ახლოს.

ნიგერიის პრეზიდენტის გუდლაკ ჯონათანის განცხადებით, ეს იყო ტრაგიკული თავდასხმა ადამიანთა თავისუფლებაზე.

ამასთან, აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

გასულ თვეს ტერორისტულმა დაჯგუფებამ "ბოკო ჰარამმა" ქალაქ ჩიბოკიდან სკოლის 200 მოსწავლე გოგონა გაიტაცა. "ბოკო ჰარამმა" წარსულში ასევე რამდენიმე აფეთქება განახორციელა ქალაქ ჯოსში.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა