მამულიჩა სტრიპტიზბარში მიიწვიეს - ვისთვის გაიხადა პროდიუსერმა

მამულიჩა სტრიპტიზბარში მიიწვიეს - ვისთვის გაიხადა პროდიუსერმა

"ორი ვარსკვლავის" ბოლო ტურზე მომხდარი ამბავი უნდა გაგახსენოთ: მას მერე, რაც შოუში ოთხმა წყვილმა ორ-ორი სიმღერა შეასრულა, წყალბურთელ მიშა ბაღათურიასა და მომღერალ სოფო გელოვანის გამოსვლის შემდეგ, ჟიურის მოწვეულმა წევრმა, კახი მამულაშვილმა დარბაზი გაამხიარულა: მიშა ბაღათურიას შესთავაზა, წელსზემოთ გაეხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში, წყვილს ქულას არ დაუწერდა.

მიშამ გახდაზე უარი თქვა. მეგობრის დახმარება წყალბურთელთა ნაკრების წევრებმა გადაწყვიტეს და მაისურები გაიხადეს. ისინი დარბაზში მეგობრის საგულშემატკივროდ იყვნენ მისულები. სპორტსმენებს მამულიჩაც შეუერთდა წელსზემოთ ისიც გაშიშვლდა. მან ზურგზე დაწერილი 10 ქულით შეაფასა წყვილი. მიშა ბაღათურიასა და სოფო გელოვანის ამან მაინც ვერ უშველა, - ისინი ფოლკ-ტურიდან შოუს გამოეთიშნენ.

"ამბები.გე" მამულიჩას შეეხმიანა, რომელიც შოუში მართალია პირველად გამოჩნდა და შოუმენური უნარი გამოავლინა...

- სტრიპტიზბარში ვიწყებ მუშაობას. იმ დღის შემდეგ წინადადებები მივიღე (სიცილით ამბობს). მთხოვეს, აგიყვანთ და კარგად გადაგიხდითო...

- მერე რა აზრის ხარ?

- ახლა თანხასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიდის.

- იქ ხომ სტიპტიზიორებად უმეტესად გოგოები მუშაობენ?…

- კი, მაგრამ ჩემმა ზურგზე აღბეჭდილმა 10-იანმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ... მითხრეს, ეგ წარწერა არ უნდა მოიცილოო...

- ე.ი. მზად ხარ, რომ ძელზე იცოცო?…

- ოღონდ, ერთი პირობით, წელს ქვემოთ ვერ გავიხდი და შარვლით, კი ბატონო (სიცილით ამბობს)... ახლა სწორედ ამაზეც მიდის მოლაპარაკება.

- როგორ ფიქრობ, დათანხმდები?

- შოუბიზნესი თუ არ გაცოცხლდა, ალბათ წავალ, სხვა რა გზაა?

- ხმრობა იქით იყოს და რატომ გადაწყვიტე, გაგეხადა?

- შოუს რომ ვუყურებდი, რაღაც მომეჩვენა, რომ მეტი ტემპი სჭირდებოდა. პირველ ტურზე მინდოდა, რაღაც მომეფიქრებინა, მერე მონაწილეების სიას ჩავხედე, ვისთან რა შეიძლებოდა გამეკეთებინა და უცბად ასეთი რამ მოვიფიქრე. შესვენებაზე გავვარდი გრიმიორ ნინოსთან. მაინტერსებდა, შეძლებდა თუ არა ზურგზე 10-იანის დაწერას. პრობლემა არ არისო და სამი-ოთხი წუთი დაგვჭირდა.

გამიხარდა, რომ წყალბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრების წევრებმა დარბაზში მხარი ამიბეს და მეც სტიმული მომეცა... მოკლედ, ამ ჟესტით, წყალბურთისთვის მინდოდა რეკლამა გამეკეთებინა, ბიჭებს მხარდაჭერა სჭირდებათ. როგორც რაგბისა და ფეხბურთზე დავდივართ, წყალბურთზეც ისე უნდა ვიაროთ. ისინი მაგარი გულშემატკივრობის ღირსები არიან.

- ლელა თუ გყავდა ინფორმირებული იმის შესახებ, რასაც აპირებდი?

- არა, რა ინფორმირებული, გახდა რომ დავიწყდე, გული გაუსკდა, იქიდან მიყვიროდა, რას შვრებიო. მოკლედ, მინდოდა, რომ საზოგადოება გამომეცოცხლებინა...

- პირველი შოუმენური და ხმაურიანი მცდელობა იყო.

- დადგმული რომ ყოფილიყო, ასეთი არ გამოვიდოდა.

- მათ რას ეტყვი, ვისაც ეს ხუმრობა არ მოეწონა?

- ვიღაცას ცხადია, არ მოეწონება. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ასე მინდოდა. რომ შოუ გამეხალისებინა და ვიმეორებ, წყალბურთისთვის, როგორც სპორტის სახეობისთვის რეკლამა გამეკეთებინა. კონჩიტასთვის ხომ არ გამიკეთებია რეკლამა?!

- ახლა შოუმენობას ხომ არ აპირებ?

- არა, არა, მე ბუნებით ვარ შოუმენი. ვისაც იუმორი არ აქვს, მოდუნდეს.

ლალი ფაცია

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება