ჯეი ბი: ''კონჩიტამ სექსუალური უმცირესობების რეპუტაცია შელახა!..''

ჯეი ბი: ''კონჩიტამ სექსუალური უმცირესობების რეპუტაცია შელახა!..''

თბილისის მოდის კვირეულმა ჩაიარა. არიან ადამიანები, რომლებიც ქართველი დიზაინერებისგან განსაკუთრებულს არაფერს ელიან, თუმცა საზოგადოების მეორე ნაწილი მაინც ინტერესით ელოდება ხოლმე მსგავს ღონისძიებას. მათ შორის ნამდვილად არის ჯორჯ ჯეი ბი, რომელმაც ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში, საკმაოდ განსხვავებული და ორიგინალური ჩაცმულობით, რომელიც მამაკაცისთვის ნაკლებად არის დამახასიათებელი, და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მაშინდელ მოდის კვირეულზე შეკრებილი ხალხი გააოცა. დღეს კი მამაკაცები მაღალი ქუსლებით, გამორჩეული სამოსით, ვარცხნილობით უკვე მოდის კვირეულის ერთგვარ ტრენდად იქცა. ამის მიუხედავად, გავრცელებულმა ფოტოებმა მაინც გააღიზიანა ინტერნეტმომხმარებლები და კვირეულის ზოგიერთი სტუმარი კონჩიტასაც შეადარეს.

როგორც ჯორჯ ჯეი ბი ამბობს, მას ამგვარი შეფასებები არ გაჰკვირვებია. ის კი არადა, თავადაც გაგვაოცა, როცა ''ევროვიზიის'' გამარჯვებულ კონჩიტას გარეგნობასაც გაჰკრა კბილი თავის ''ფეისბუქის'' სტატუსში და დაწერა, რომ მისი ვიზუალი სიმპათიას არანაირად არ იმსახურებს და სექსუალური უმცირესობების იმიჯს ლახავს. საინტერესოა, რატომ ფიქრობს ასე ჯეი ბი და რატომ გაუჩნდა სურვილი, რომ 17 მაისს დაეწერა: ''დღეს მეც გეი ვარ!..''

სულ ბიზნესსა და კომერციაზე ფიქრი ანგრევს დიზაინერს, შემოქმედებასა და ხელოვნებასაც დიდ შეურაცხყოფას აყენებს

- როგორ შეაფასებ თბილისის მოდის კვირეულს? რა მოგეწონა, რა - არა.

- მთელი საქართველო ელოდებოდა მოდის კვირეულს, რადგან ერთწლიანი პაუზა ჰქონდათ. გავრცელდა ხმები, რომ ძალიან საინტერესო მონაწილეები იქნებოდნენ. გარდა ამისა, გავიგეთ, რომ იქნებოდა ბევრი უცხოელი სტუმარი, ეს სიმართლეს შეესაბამებოდა, ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი ჩამოვიდა, რომელთა შეფასებასაც აქვს მნიშვნელობა.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად კრიტიკული ვარ, კარგი რაღაცის შემჩნევა და თქმაც შემიძლია. კვირეულის გახსნა ნამდვილად კარგი იყო. პირველი კოლექცია ატელიე ''კიკალამ'' წარმოადგინა. მისი დიზაინერი გახლავთ ლადო ბოკუჩავა. შემიძლია ვთქვა, რომ საოცარი დიზაინერია და გადარეული ვარ, ნამდვილად ტალანტია. საკმაოდ პატარაა ასაკით, მაგრამ იგრძნობა, რომ იცის ფერი, ნაჭერი, ყველაფერი. გახსნის მეორე კოლექცია იყო გოლასი. ვერ მივხვდი, რატომ იყო ერთ დღეს ამ ორი სახლის ჩვენება, რადგან ეს იყო ხარისხების დაჯახება. ''კიკალას'' მერე გოლა დაიკარგა და აღარაფრად ჩანდა. გოლას კოლექციას რომ ვუყურებდი, დილეტანტი დიზაინერის ნამუშევრები მეგონა. არ იგრძნობოდა კოსტიუმებს შორის ჰარმონია, ზედმეტად დაზეპირებულად და მსუყედ იყო გადმოცემული ტენდენცია. ჩემი აზრითა და აღქმით, არ იყო მცდელობა, კოლექცია ცოტა ინდივიდუალიზმისკენ წაეყვანა. გასაგებია, რომ ''დალოოდს'' წარმოადგენდა, მაგრამ სახლმა დიზიანერს არ უნდა მოსთხოვოს, რომ კოლექცია მხოლოდ კომერციის ხაზით ატაროს. სულ ბიზნესსა და კომერციაზე ფიქრი ანგრევს დიზაინერს, შემოქმედებასა და ხელოვნებასაც დიდ შეურაცხყოფას აყენებს. მით უმეტეს, როცა ამას სხვა კარგი კოლექციის ჩვენების შემდეგ აკეთებ. როცა ხარისხს ვამბობ, მაინცდამაინც ნაჭრის ხარისხს არ ვგულისხმობ, რადგან საუკეთესო ნაჭრისგან შეიძლება როგორც კარგი, ასევე ცუდი სამოსის შექმნა. ტენდენცია გასაგებია, მაგრამ დიზაინერმა, თავისი სურვილით, ან რამე უნდა გამოაკლოს ან მიამატოს და მას ბრმად არ მიჰყვეს. მოკლედ, გოლა ჩემთვის დილეტანტი დიზაინერია. ალბათ, ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა. თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ მე არც მოდის კრიტიკოსი ვარ და არც ბლოგერი.

- გახსნა გასაგებია და როგორი იყო კვირეულის შემდეგი კოლექციები?

- ვფიქრობ, ზოგიერთი დიზაინერი საერთოდ აღარ უნდა დათანხმდეს აქ მონაწილეობას ან არ მიიწვიონ, რადგან რასაც ათი წლის წინ აკეთებდნენ, ახლაც იმავეს კეთებას აგრძელებენ.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება