ნიუ-იორკში პოლიციამ 70 ადამიანი დააკავა ინტერნეტში ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელების ბრალდებით. "ბიბისის" ცნობით, დაკავებულთა შორის არიან პოლიციის ოფიცერი, რაბინი, მედდა, ბოი სკაუტი და მფრინავი.
ამასთან, ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, გამოძიება 5 კვირას გაგრძელდა და ამ ხნის განმავლობაში პოლიციამ 600 კომპიუტერი და სმარტფონი ამოიღო. მათში ათასობით პორნოგრაფიული ვიდეორგოლი ინახებოდა, რომელშიც არასრულწლოვნები იყვნენ ასახული.