ინციდენტი "ცეკვავენ ვარსკვლავების" კულისებში - ნოე სულაბერიძე დაშავდა

ინციდენტი "ცეკვავენ ვარსკვლავების" კულისებში - ნოე სულაბერიძე დაშავდა

გუშინ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მორიგი ტური ისტორიულ პერსონაჟებს მიეძღვნა. სცენაზე მაყურებელმა ერთად იხილა: აინშტაინი, პუშკინი, ნაპოლეონი, ჟანა დარკი, კლეოპატრა, მედეა... ტური შედგა - გოჩა ჩერკოევი მონაწილეების ნომრებით უკმაყოფილო არ ყოფილა. უჩვეულოდ ბევრი 10-იანი დაწერა. ამასთან, შოუს გრანდიოზული გახსნა ჰქონდა, პროექტის წამყვანმა ნანკა კალატოზიშვილმა მაყურებელს სერიოზული და საინტერესო ნომერი შესთავაზა. მსახიობის ცეკვა სავსე იყო ტრიუკებით. მან ცირკის არენაზე, შეიძლება ითქვას, რომ იფრინა.

კულისებში ამ ტურისთვის ცხადია, სერიოზული სამზადისი იყო, რომლის დროსაც პატარა ინცინდენტიც მოხდა, გარკვეული და სპეციალურად მომზადებული კონსტრუქციიდან პროექტის გენერალური პროდიუსერი ნოე სუალაბერიძე ჩამოვარდა. საბედნიეროდ, სხეულის სერიოზულ დაშავებას გადარჩა, მხოლოდ მარჯვენა მკლავი დაუზიანდა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნატკენი ადგილი დაუფიქსირეს. მოცეკვავეები კი ამბობენ, რომ გუშინდელი ცეკვის ტურის გმირი ნოე სულაბერიძეაო...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება