რუსეთ-ჩინეთის 400 მილიარდიანი კონტრაქტი შესაძლოა, ჩაიშალოს

რუსეთ-ჩინეთის 400 მილიარდიანი კონტრაქტი შესაძლოა, ჩაიშალოს

კომპანია PetroChina რუსეთთან ბუნებრივი აირის შესახებ კონტრაქტს ხელს არ მოაწერს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია The Financial Times-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ჩვენ ხელს არ მოვაწერთ კონტრაქტს. იმპორტირებული გაზისა და შიდა ბაზარზე არსებული გაზის ფასები ამ ეტაპზე ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ჩვენ უკვე ვკარგავთ ფულს იმპორტირებულ გაზზე და თავს უფლებას ვერ მივცემთ, კიდევ უფრო მეტი თანხა დავკარგოთ", - განაცხადა კომპანია PetroChina-ს პრესმდივანმა მაო ძეფენმა.

ამასთან, კომპანია PetroChina ჩინეთის სახელმწიფო ნავთობკორპორაციის შვილობილი კომპანიაა, რომელთან მოლაპარაკებებსაც რუსული "გაზპრომი" გაზის მიწოდების თაობაზე აწარმოებს.

21 მაისს, შანხაიში რუსული და ჩინური მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2018 წლისდან 30 წლის განმავლობაში ჩინეთი რუსეთიდან წელიწადში 38 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს.

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კონტრაქტის მთლიანი ღირებულება 400 მილიარდი დოლარია.

მომზადებულია PetroChina-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა