ქართველი და რუსი ვარსკვლავები "იურმალას" კულისებში - მამულიჩას ფოტოარქივი

ქართველი და რუსი ვარსკვლავები "იურმალას" კულისებში - მამულიჩას ფოტოარქივი

ახლოვდება საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი "ახალი ტალღა 2014", რომელიც წელს ტრადიციულად ლატვიის საკურორტო ქალაქ იურმალაში გაიმართება. კონკურსი 22 ივლისს დაიწყება და 27 ივლისს დასრულდება.

აპრილში რიგაში, კიევსა და თბილისში შესარჩევი ტურები ჩატარდა, 18 და 19 აპრილს კი მოსკოვში კონკურსის ნახევარფინალი გაიმართა, სადაც გამოვლინდა 13 ფინალისტი, რომლებიც იურმალაში იმღერებენ. საქართველოს კონკურსზე ნუცა ბუზალაძე წარადგენს. ნუცა ქართველმა მსმენელმა პროექტებიდან - "ნიჭიერი" და "ერთი ერთში" გაიცნო.

შეგახსენებთ შარშან, "ახალ ტალღაზე" საქართველოს სალომე ქათამაძე წარადგენდა, რომელმაც მეორე ადგილი მოიპოვა.

კონკურსის მოახლოვებამ ნოსტალგია აღუძრა პროდუსერ კახა მამულაშვილს (მამულიჩა). პროდუსერი "ფეისბუქის" პირად გვერდზე 2008 წლის კონკურსის კულისებში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. 2008 წელს "ახალი ტალღის" გამარჯვებულები ქართველი კონკურსანტები, დუეტი "ჯორჯია" გახდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: "ახალ ტალღაზე" ორი ქართველი ერთმანეთს დაუპირისპირდება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება