"მოესწრებით საქართველოში "ევროვიზიის" ჩატარებას!.."

"მოესწრებით საქართველოში "ევროვიზიის" ჩატარებას!.."

გასულ კვირას მარიკო ებრალიძე "ევროვიზიიდან" დაბრუნდა. მომღერალს გული სტკივა, რომ ქართველებს იმედები გაუცრუა და ჯგუფ "შინთან" ერთად მისი ნომერი ფინალშიც ვერ გადავიდა. უნდა, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ მისი კარიერა წარმატებით გაგრძელდეს.

- "ევროვიზიიდან" რა ემოციებით ჩამოხვედი?

- ყველანაირად დადებითი ემოციები გამოგვყვა. ერთადერთი უარყოფითი ის იყო, რომ ფინალში ვერ გადავედით. დროს ძალიან მხიარულად ვატარებდით. დიდი გამოცდილება მივიღე. დიდი ხანი არაა, რაც ჯგუფ "შინის" წევრები გავიცანი, მაგრამ მათგან ბევრი კარგი რამ ვისწავლე. "ევრო-ვიზიაზე" ფინალში არგადასვლის გარდა ისეთი ემოციები მქონდა, ვერც აღვწერ. მინდა, ყველა მომღერალს ვუსურვო, იგივე განიცადოს.

- "შინის" წევრებმა თქვეს, კარგიც არის, რომ ის სიბინძურე, რაც იქ ხდება, საქართველოში არ წამოვიდაო. შენ რა კომენტარს გააკეთებ ამ ყველაფერთან დაკავშირებით?

- სიბინძურე? მე მთლად ასე ვერ ვიტყოდი. ასეთი რადიკალური ვერ ვიქნები. ჩვენ ძალიან კარ-გად მივიწევდით წინ ორი კვირის განმავლობაში, ამას ყველა დაადასტურებს და ის სტატიებიც, რომლებიც ჩვენზე იწერებოდა, ამაზე მეტყველებდა. ქართული დელეგაცია ყოველთვის გამოირჩეოდა. რამდენიმე ქვეყანამ საღამო გააკეთა და ყველამ მიგვიწვია. გამორჩეული იყო ირლანდია, სადაც 20 კაცი იყო დაპატიჟებული და ოთხი ქართველი ვიყავით. წითელ ხალიჩაზე ქართველების გამოჩენამ დიდი ფურორი მოახდინა. რა მიზეზით არ გადავედით ფინალში, ნამდვილად არ ვიცი. რაც შეეხება ფინალს, მე სხვებს ვგულშემატკივრობდი. ცოტა გული დამწყდა, რომ ჩემმა ფავორიტებმა ვერ გაიმარჯვეს.

- ვის გულშემატკივრობდი?

- შვედეთს, აზერბაიჯანს, ნიდერლანდებსა და სომხეთს. ფინალში რომ ვერ გადავედით, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი დარტყმა იყო. იმ კარგი შეფასებების მერე, რაც ჩვენმა ნომერმა მიიღო, ამას ნამდვილად არ ველოდით. გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ძალიან განსხვავებული ნომერი გვქონდა, იგივე თქვეს გამარჯვებულ ავსტრიის წარმომადგენელზე. ჩვენ კი ფინალშიც ვერ მოვხვდით. კონჩიტა ჩემთვის არ არის განსხვავებული.

- მსგავს მომღერალს იცნობ?

- ძალიან ცუდია, რომ არ ახსოვთ "ქუინი". ამ ჯგუფის ერთ-ერთ კლიპში ფრედი მერკურის აქვს ულვაშები, აცვია ქალის კაბა და მგონია, რომ კონჩიტაზე ბევრად კარგად მღერის. კონჩიტა არ არის ახალი ჩემთვის და ძალიან ცუდია, რომ ის მსოფლიოსთვის ახალია. ფრედი მერკურის სიმღერა 1983 წელს გამოვიდა. კონჩიტამ, მისგან განსხვავებით, წვერი უფრო მეტად მოუშვა. ის ჩემთვის ჩვეულებრივი ადამიანია. ამას სიბრაზით არ ვამბობ. როგორც კი დავინახე, მაშინვე ფრედი მერკური გამახსენდა. ჩემი აზრით, ფრედი მერკური ულვაშებით და ქალის სამოსში გამოწყობილი გაცილებით სექსუალური და მოქნილი იყო.

- პირადად გაიცანი "ევროვიზიის" გამარჯვებული?

- ჩვენ ერთ სასტუმროში ვცხოვრობდით. კონჩიტა ორი კვირის განმავლობაში საკმაოდ ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. საუზმეზე არ ჩამოდიოდა. მარტო რეპეტიციების დროს ვხვდებოდით. პირადად ვერ გავიცანი.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება