რაზე კამათობს ''X ფაქტორის'' მონაწილე ცოლ-ქმარი სახლში

რაზე კამათობს ''X ფაქტორის'' მონაწილე ცოლ-ქმარი სახლში

აკე პატარაიასა და ანა მალაზონიას დუეტი ''X ფაქტორის'' მესამე ეტაპზე გადავიდა. ახალბედა ცოლ-ქმრის დუეტი მენტორმა სოფო ტოროშელიძემ საუკეთესო ოთხეულში შეიყვანა. ახლა წყვილს წინ ლაივკონცერტები დარჩა.

- აკე, როცა ''მაგთიფანში'' მონაწილეობდი, ცოლი არ გყავდა. მაშინ შენ და ანა შეყვარებულები იყავით. მოგვიყევი, როგორ გაიცანით ერთმანეთი?

- ერთმანეთი 7 წლის წინ სოციალური ქსელის საშუალებით გავიცანით, მაგრამ ეს მხოლოდ ვირტუალური ურთიერთობა იყო, ჩვენს გულის ტკივილებსა და დეპრესიებს ვუზიარებდით ერთმანეთს. ორივე ბათუმიდან ვართ. სამი წლის წინ, ზაფხულში მეგობრები ხშირად ავდიოდით მწვანე კონცხზე. საერთო მეგობრები აღმოგვაჩნდა და ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე ანაც მოვიდა. მომეწონა, რაღაცნაირი ხიბლი მოდიოდა მისგან, რაც მიზიდავდა.

- ანა რომ მღეროდა, იცოდი?

- კი, მის ერთ-ერთ კონცერტზეც ვარ ნამყოფი, ბათუმში სტაჟიანმა როკერებმა გააკეთეს. მაშინ უფრო გაბედული იყო, მძიმე როკს მღეროდა. სამწლიანი ურთიერთობა გვქონდა. 8 თვის წინ გა-დავწყვიტეთ ერთად ცხოვრება.

ანა:

- მოგვბეზრდა, სამი წელი ვიხეტიალეთ და... აკე მამაჩემთან მივიდა, აუხსნა ყველაფერი. ჩემი მშობლები მანამდეც იცნობდნენ აკეს. მოსწონდა მამას, ასე ამბობდა, კარგად აზროვნებს, პერსპექტიული ახალგაზრდააო (იცინის). დღემდე ამ აზრზეა, მგონი, ჩემზე მეტად უყვარს აკე. ახლა თბილისში, ერთოთახიან ბინაში მარტო ვცხოვრობთ. დღე და ღამე ვმღერით. იქ გვაქვს სტუდიაც, სარეპეტიციოც, ჩემი სახელოსნოც.

- ანა, როგორც ვიცი, მხატვარი ხარ. აკე დაგიხატავს?

- კი, შეყვარებულები რომ ვიყავით, მაშინ დავხატე. მოეწონა, შენახულიც აქვს.

აკე:

- გიტარაში მიდევს, ეს იგივეა, გულში რომ ჩაიდო (იღიმება).

- აკე, შენ თუ მიგიძღვნია ანასთვის სიმღერა?

- კი, კრიზისული ეტაპი გვქონდა ურთიერთობაში, ჩვენს ეგოებს ვერ გადავაბიჯეთ, ცოტა ვიკამათეთ და... ინგლისურენოვანი სიმღერა დავუწერე. მოეწონა.

- რაზე ჩხუბობთ სახლში?

აკე:

- დაგვიანებებზე. ანა ძილის გამო ყველგან აგვიანებს.

- როგორი კულინარია?

- არაჩვეულებრივი.

ანა:

- ხანდახან მეხმარება, სახლს მილაგებს, ჭურჭელს მირეცხავს.

იხილეთ გაგრძელება

"დილით გამოცდა ჩავაბარე თელავში და საღამოს ლაივზე ვიმღერე თბილისში..." - "დიდი სცენის" აბიტურიენტი კონკურსანტი, რომელიც ჟიურის ფავორიტია

"დიდი ორთაბრძოლა გველის, დანდობა არ იქნება!" - რა ელოდება მაყურებელს "მასტერშეფის" ნახევარფინალში

ქეთა თოფურია ნიშნობის ბეჭდით? - ფანების და მედიის ვარაუდით, მომღერალს დიპლომატმა შეყვარებულმა ხელი თხოვა