უკრაინაში დუმილის დღეა

უკრაინაში დუმილის დღეა

უკრაინაში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ე.წ. დუმილის დღე გამოცხადდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

დუმილის დღეს აკრძალულია ნებისმიერი სახის წინასაარჩევნო აგიტაცია, მათ შორის გარე რეკლამა, ამომრჩევლებთან შეხვედრები, მიტინგების გამართავა და სხვა სახის აგიტაცია.

ბიულეტენებში სულ დაფიქსრებული იქნება უკრაინის 21 საპრეზიდენტო კანდიდატი. საარჩევნო უბნები უკრაინის დროით 8:00 საათზე გაიხსნება და საღამოს 20:00 საათამდე იმუშავებს.

სოციოლოგიური კვლევის ბოლო მონაცემებით, საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ორი კანდიდატია გამოკვეთილი - გამოკითხულთა 44% მხარს უჭერს პეტრო პოროშენკოს, ხოლო ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს - 8,4%, შემდეგ მოდიან ანატოლი გრიცენკო, სერგეი ტიგიპკო და ოლეგ ლიაშკო.

ამასთან, 25 მაისის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად გაიმართება კიევის მერის არჩევნები. ზოგიერთ რეგიონებში, კერძოდ, ოდესაში, ნიკოლაევში, ხერსონში, ჩერნოვცახში, ქვეყნის სამხრეთ და დასავლეთ ნაწილში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა