ვისზეა შეყვარებული ჭოლას ჯულიეტა

ვისზეა შეყვარებული ჭოლას ჯულიეტა

24 წლის თეკლა ჯავახაძე მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია. შეხვედრისას იხუმრა, ჩემი ოჯახიდან ყველა გზა თეატრში მიდისო. მშობლები, მარიკა სამანიშვილი და თენგო ჯავახაძე, ქუთაისის თეატრის მსახიობები არიან, მისი ძმაც ამავე პროფესიისაა. ის ოჯახთან ერთად ირლანდიაში ცხოვრობს და თავისი პროფესიით მუშაობს. თეკლას ჟურნალისტური გამოცდილებაც აქვს. ''მეცხრე არხზე'' გადაცემაზე ''დილის იდილია'' მუშაობდა. გამორჩეული გარეგნობის ნიჭიერი მსახიობი თავის საქმესა და პირად ცხოვრებაზე გვესაუბრა...

- მგონია, რომ თეატრში დავიბადე. ქუთაისში ჩემი მოძრაობის არეალი იყო: სახლი, სკოლა და თეატრი, მაგრამ უფრო მეტად - სახლი და თეატრი. ვერ წარმომედგინა, რამე სხვა პროფესია ამერჩია. მშობლებს სურდათ, სხვა განხრით წავსულიყავი, მეც სხვადასხვა სფერო მოვსინჯე, მაგრამ მივხვდი, რომ არაფერი მეყვარებოდა მსახიობობაზე მეტად. ეს არის პროფესია, რომლისთვისაც თავს დავდებ (იღიმის). მშობლები მეუბნებოდნენ, ამ პროფესიაში თუ ხარ, ძალიან მაგარი უნდა იყოო. არჩევანი რომ შემეცვალა და ჩემს გადაწყვეტილებაზე რაიმე სახის გავლენა მოეხდინათ, ვის არ მიგზავნიდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერაფერს გახდნენ. მშობლებს ვპირდებოდი, რომ ვიქნებოდი ისეთი მსახიობი, როგორიც საჭიროა. მას შემდეგ სულ მტკიცებაში ვარ, მგონია, ყველაფერს შევძლებ. მუდმივად ვცდილობ, რომ დედ-მამის სახელი გავამართლო და გავაუმჯობესო (იღიმის).

თეატრალურ უნივერსიტეტში ბატონი გიორგი შალუტაშვილის ჯგუფში მოვხვდი. კარგი ბავშვები ვიყავით, ჩვენი სადიპლომო სპექტაკლი მსოფლიოს ათ საუკეთესო სტუდენტურ სპექტაკლს შორის მოხვდა. უნივერსიტეტი რომ დავამთავრეთ, მეორე წელს ინგლისში ფესტი-ვალზე იმავე სპექტაკლით, ''ჩვენი პატარა ქალაქით'' მიგვიწვიეს. აჟიტირებული ვიყავით, როცა თეატრის ქვეყანაში აღმოვჩნდით.

- ლონდონში, ''გლობუსში'' როგორ მოხვდი?

- ეს იყო საერთაშორისო მსახიობების პროგრამა, რომელიც 2013 წელს ჩატარდა და მას ტრე-ნინგის სახე ჰქონდა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 20 მსახიობი შეარჩიეს. კასტინგი ''სკაიპის'' მეშვეობით ჩატარდა და ოცეულში ერთი ქართველი მე აღმოვჩნდი. ზრდასრული მსახიობები იყვნენ, მათ შორის ერთი 45 წლის და ასაკით ყველაზე პატარა, 22 წლის მე ვიყავი. ერთი თვის განმავლობაში გავდიოდით მეტყველების, მოძრაობისა და მსახიობისთვის სხვა აუცილებელ კურსებს. იმავდროულად ერთმანეთს ვუზიარებდით ნაციონალურ კულტურას. საამისოდ თითოეულს გარკვეული დრო გვქონდა გამოყოფილი. ჩემს 40 წუთში მთელ ჯგუფს ვასწავლე სიმღერა კინოფილმიდან ''არ იდარდო''. ოცივე მსახიობი ძალიან ნიჭიერი იყო და მაშინვე გაშალეს ხმებში. სასიამოვნო იყო ისიც, როცა ფინალური შოუ ქართული სიმღერითა და ცეკვით გაიხსნა. დღემდე მაქვს კონტაქტი იმ ადამიანებთან და ახლაც, რაც კი რამ მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება ჩვენ-ჩვენს ქვეყანაში, ერთმანეთს ვუზიარებთ. ''გლობუსიდან'' დაბრუნებულმა ლევან წულაძესთან ''რომეო და ჯულიეტაზე'' დავიწყე მუშაობა, რაც ჩემთვის უდიდესი გამოცდილება და იმავდროულად წარმატებაც იყო. ამას მოჰყვა გიორგი ქანთარიას ''სამ მუშკეტერში'' კონსტანცას როლი.

- გიორგი არაბულთანაც გაქვს ნამუშევარი, პირველად მის სპექტაკლში გნახე...

- დიახ, 2012 წელს ათონელის თეატრში ვმონაწილეობდი სპექტაკლში ''ჰეი, გესმით ჩემი?!''. იმავე წელს რუსთაველის თეატრში ''ოლივერზეც'' ვმუშაობდი.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება