შორენა ბეგაშვილი თუ თამთა გოდუაძე - რომელ ქართველ ვარსკვლავს ირჩევს 17 წლის მხატვარი

შორენა ბეგაშვილი თუ თამთა გოდუაძე - რომელ ქართველ ვარსკვლავს ირჩევს 17 წლის მხატვარი

17 წლის ლადო მხეიძეს სოციალურ ქსელში უკვე უამრავი ადამიანი იცნობს. პოპულარული საკუთარი ნახატებით გახდა. განსაკუთრებულად უყვარს უცხოელი და იშვიათად ქართველი ვარსკვლავების დახატვა. შესაძლოა, მომავალში პროფესიად ფსიქოლოგობა აირჩიოს. ახლა, სწავლისა და მეცადინეობის გარდა, მულტფილმზეც მუშაობს. მძიმე სამუშაო რეჟიმისა და შრომის მიუხედავად მაშინ არის ბედნიერი, როდესაც რამდენიმე საათის განმავლობაში, ხანდახან ჩაძინებამდეც ხატავს.

- 4 წლიდან ვხატავ, მაგრამ 7-13 წლამდე პაუზა მქონდა და 14 წლის ასაკში პორტრეტების ხატვა დავიწყე. ცნობილი ადამიანებიდან პირველად ოდრი ჰეპბერნი დავხატე, მაგრამ ვერ მივამსგავსე და ძალიან მეწყინა. მახსოვს, დედამ დამამშვიდა, არ ინერვიულო, ნელ-ნელა დაიხვეწებიო. მომწონს ადამიანების ფოტოდან ხატვა, თუმცა ხანდახან ისეც ვხატავ. ჩემი დახა-ტული ვარსკვლავებიდან ''ორიგინალს'' ყველაზე მეტად რიანა ჰგავს, ასევე - ანჯელინა ჯოლი და ადრიანა ლიმა.

- ქართველი ვარსკვლავების ხატვა როდის დაიწყე?

- ძირითადად, ჩემს მეგობრებს ვხატავდი, მაგრამ ვარსკვლავებიდან პირველად ჩემი დეიდაშვილი სალომე გოგიაშვილი დავხატე. ოჯახს მოსწონს, რომ ვხატავ, ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარო ან უცხოეთში წავიდე სასწავლებლად. მე ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე მინდა ჩაბარება, მაგრამ თუ საზღვარგარეთ წავალ, მაშინ აუცილებლად ხატვას ავირჩევ, ქვეყნებიდან კი, სავარაუდოდ, გერმანიას, სადაც ხატვის კარგი სკოლაა. ჩემი მეგობრის დედა - ანანო ბენაშვილი კარგი მხატვარია და განსაკუთრებულად მიყვარს, როდესაც მას მოსწონს და დადებითად აფასებს ჩემს ნამუშევრებს.

- პორტრეტების გარდა კიდევ რა ჟანრში მუშაობ?

- არ მიყვარს პეიზაჟები და ნატურმორტები, მაგრამ ხანდახან, ხელი რომ გავავარჯიშო, აუცილებელია დავხატო. ერთმეტრიანი ნახატი მაქვს აბსტრაქციის ჟანრის, ძალიან მომწონს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება