ეშტონ კატჩერმა და მილა კუნისმა 10-მილიონიანი სახლი შეიძინეს

ეშტონ კატჩერმა და მილა კუნისმა 10-მილიონიანი სახლი შეიძინეს

ჰოლივუდის ვარსკვლავურმა წყვილმა, ეშტონ კატჩერმა და მილა კუნისმა ქორწინებამდე მოიწყვეს ოჯახური კერა. მათ სახლი შეიძინეს, რომელიც ბევერლი ჰილზის ექსკლუზიურ უბანში მდებარეობს.

36 წლის კატჩერისა და 30 წლის კუნისის სახლის ფართობი 683 კვადრატული მეტრია. ხუთსაძინებლიან და 8 აბაზანიან სახლში წყვილმა 10,2 მლნ. დოლარი გადაიხადა. სახლში სპორტული დარბაზი და ღვინის მარანიცაა. რაიონი უმაღლეს დონეზეა დაცული, ამიტომ წყვილს იმედი აქვს, რომ მომავალ შვილს მშვიდად გაზრდიან.

ეშტონ კატჩერი და მილა კუნისი რამდენიმე თვეში ბავშვს ელოდებიან.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება