"პირველად 12 წლისა გამაუპატიურეს" - პამელა ანდერსონის მოულოდნელი აღსარება

"პირველად 12 წლისა გამაუპატიურეს" - პამელა ანდერსონის მოულოდნელი აღსარება

ყოფილმა მსახიობმა და ტოპ-მოდელმა, პამელა ანდერსონმა კანის კინოფესტივალის სტუმრები სკანდალური აღიარებით გააოცა. პრესკონფერენციის მსვლელობისას, რომელიც ცხოველთა  უფლებებს შეეხებოდა, პამელამ განაცხადა, რომ 12 წლის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

მსახიობის თქმით, მძიმე ბავშვობა ჰქონდა. მამა განუწყვეტლივ სვამდა, დედა ოფიციანტად ორ ადგილას მუშაობდა.

"მართალია მშობლები ჩემზე ზრუნავდნენ და მიცავდნენ, მაგრამ სამყარო არც ისე უსაფრთხო აღმოჩნდა ჩემთვის. დედა ხშირად ტიროდა. ამიტომ არ მინდოდა ჩემი პრობლემებით უფრო მეტად მეტკინა მისთვის გული" - განაცხადა მსახიობმა და აღიარა, რომ პირველად 6 წლის ასაკში განიცადა სექსუალური ზეწოლა. გარყვნილი ქმედება მასზე ძიძამ სცადა. 12 წლის ასაკში კი პამელა მისი უფროსი ძმის 25 წლის მეგობარმა გააუპატიურა. მსახიობის თქმით, ის ღამე დღემდე კოშმარად ახსოვს.

"მან თავის სახლში მიმიპატიჟა, ნარდის თამაშს გასწავლიო. მერე ზურგის დაზელა მთხოვა, შემდეგ კი გამაუპატიურა. ეს იყო ჩემი პირველი ჰეტეროსექსუალური გამოცდილება", - განაცხადა მსახიობმა.

ახალგაზრდა პამელას სექსუალური კოშმარი ამით არ დასრულებულა. 15 წლისა ის ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი გახდა. ექვსკაციან მოძალადეთა ჯგუფს მისი ყოფილი შეყვარებული დილერობდა.

"როცა ეს ჯოჯოხეთი დასრულდა, მინდოდა საერთოდ გავმქრალიყავი ამ ქვეყნიდან. გადარჩენაში ცხოველების სიყვარული დამეხმარა. ამიტომ ვიცავ მათ და მხოლოდ მათ. ცხოველები იყვნენ ყველაზე ძვირფასები ჩემთვის, სანამ შვილები მეყოლებოდა", - განაცხადა მსახიობმა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება