თიკო სადუნიშვილი: შორენა ბეგაშვილი ცარიელი ადგილია

თიკო სადუნიშვილი: შორენა ბეგაშვილი ცარიელი ადგილია

თიკო სადუნიშვილმა ''იმედიდან'' - ''რუსთავი 2''-ში, ხოლო ქერა თმიდან ვარდისფერ თმაზე გადაინაცვლა. მას უყვარს ექსპერიმენტები, როგორც თავად ამბობს, ხასიათიც ასეთი აქვს, ექსპერიმენტული, ძალიან ცვალებადი და ზოგადად, განწყობის ადამიანია. ბევრს რჩება შთაბეჭდილება, რომ ახლა უფრო ენამწარეა, ვიდრე მანამდე იყო. თავად ამას არ ეთანხმება, მაგრამ ფაქტია, რომ ზოგიერთი რესპონდენტი გაურბის და მასთან მიმართებით დაკომპლექსებულია. თიკოს არ ესმის ამ ყველაფრის მიზეზი. ერთადერთი რესპონდენტი არსებობს, რომელსაც ინტერვიუს არასდროს ჩამოართმევს... თიკოს ბევრ საინტერესო თემაზე ვესაუბრეთ.

- ''თბილისი ლაივის'' კვლავ გაკეთება ხომ არ ჰგავს ერთსა და იმავე მდინარეში მეორედ შესვლას?

- კი, ცოტა დისკომფორტი არის, სამი წლის დრომოჭმულ პროექტზე რომ მუშაობ. თავის დროზე ამ გადაცემამ თავისი გააკეთა და მერე დავხურეთ, რადგან ერთი და იგივე გამოდიოდა. თანაც, თბილისი არ არის ის ქალაქი, სადაც შეგიძლია, განსხვავებულ ივენთებს დაესწრო და მაყურებელს შესთავაზო. ის სამი წელი კიდევ კარგად ვამზადებდით გადაცემას. სიმართლე გითხრა, ახლა უფრო რთულია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ჩემთვისაც ძნელია, კიდევ ერთხელ მოაწონო ხალხს კარგად მობეზრებული პროექტი, მით უმეტეს, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. შოუბიზნესის წევრებიც დაკომპლექსებულნი მეჩვენებიან. ივენთები იმდენად ხშირი არ არის, რამდენიც იყო, თუმცა არ მინდა, ჩემს ამ შეფასებას ვინმემ პოლიტიკური სარჩული მიაკეროს, რომ მაშინ კარგად ვიყავით და ახლა - არა. ვინც ერთობოდა, იმანაც კარგად იცის, რომ ეს არის რეალობა.

- შოუბიზნესის წევრები რამ დააკომპლექსა?

- ეს მთავრობა, ის მთავრობა - ეს პრინციპი მოქმედებს, როგორც ჩანს. არ იციან, გამიღიმონ თუ არა მე, როგორც ''ნაციონალების'' გულშემატკივარს... მერე ეს ტელევიზიით რომ გავიდეს, რა რეაქცია მოჰყვება ამას, არ იციან. მე ხომ ვგრძნობ ასეთ დამოკიდებულებას. ისედაც, ამ ყველაფრის გარეშე აქვთ კომპლექსები. როცა ადამიანს ყოველდღიური სავსე ცხოვრება არ გაქვს, ჟანგდები. დღეს თბილისი მიძინებული, უინტერესო და დაკომპლექსებულია ასეთივე ხალხით და ერთგვარად, ფსიქოლოგის შრომასაც უდრის ჩემი მუშაობა. ვცდილობ ხოლმე, რესპონდენტებს სამი სიტყვა ვათქმევინო ისეთი, გადაცემისთვის საინტერესო რომ იყოს.

- მე უფრო ენამწარე მეჩვენები.

- ბევრი ამბობს, ადრე უფრო ენამწარე იყავიო. ვერ ვიტყოდი, რომ ასეა. ენამწარობისთვის მასალაც უნდა გქონდეს, რომ რაიმე კომენტარი გააკეთო. ახლა გამიმართლა და მოდის კვირეული იყო, ბედნიერი დავრბოდი აქეთ-იქით და ჩემს ამპლუაში ვიყავი (იცინის).

მგონია, რომ როგორიც ვიყავი, ისეთად დავრჩი, ანუ მკაცრად ვაფასებ. უბრალოდ, საქმე ისაა, ვინ როგორ მიიღებს ჩემს გამონათქვამებს. ვიღაც, შესაძლოა, ჩემს იუმორს, ჩემს სარკაზმს საერთოდ ვერ ჩასწვდეს. ჩემი სარკაზმი ადრე ბედნიერ ადგილებში იბადებოდა, საინტერესო ივენთებზე და ამ ყველაფრით იყო შელამაზებული, ახლა, როცა ამდენი კარგი, მდიდრული საღამო აღარ იმართება და მე მაინც ენამწარედ დავრჩი, ალბათ, უფრო ჩანს და ცუდი მოსასმენია.

- თუ აურიდებიათ თავი ინტერვიუსთვის, კამერისთვის? თუ გაგქცევია რესპონდენტი ან ცუდი უთქვამს?

- ცუდი არავის უთქვამს, მაგრამ რაც შეეხება გაქცევას, ყოფილა ასეთი შემთხვევებიც.

- შეგიძლია, კონკრეტული შემთხვევა დაასახელო?

- აი, მაგალითად, ქეთათო ჩარკვიანი. რამდენჯერმე შემხვდა და ინტერვიუს არ მაძლევს, არ ვიცი, რატომ.

- ხომ არ აწყენინე?

- არა, კარგად მესალმება ყველგან, მაგრამ ინტერვიუზე არ მთანხმდება.

- შორენა ბეგაშვილი?..

- შორენასთან მეც არ მივდივარ ინტერვიუს ასაღებად. იმ ბრალდებების მერე, რაც მან გამოაქვეყნა, ჩემთვის ცარიელი ადგილია.

- კიდევ არის ისეთი რესპონდენტი, ვისთანაც არასდროს მიხვალ?

- მეტი არ არის. ქეთათოს ბოლომდე გავეკიდები ხოლმე. შორენასგანაც, პრინციპში, სულ ვიღებდი ინტერვიუს, მიუხედავად ჩვენი კონფლიქტისა, მაგრამ ბოლოს რომ პოსტი დადო ჩემსა და ჩემს შვილთან დაკავშირებით, მას მერე ერთ დონეზე ვეღარ ვდგები ამ ადამიანთან.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება