სლავიანსკის მახლობლად, სოფელ ანრეევკაში იტალიელი ჟურნალისტი ანდრეა როჩელი და მისი თარჯიმანი, რუსეთის მოქალაქე ანდრეი მირონოვი მოკლეს. ТСН-ის ცნობით, ინფორმაციას ამის შესახებ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის თვითაღიარებული ხელისუფლება ავრცელებს.
აღნიშნული ინფორმაცია რუსულ მედიაშიც გავრცელდა, თუმცა, ოფიციალურად მისი დადასტურება არ მომხდარა.
მომზადებულია ТСН-ის მიხედვით.