დონეცკში სროლებს მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

დონეცკში სროლებს მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

ორი ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღუპა სროლის შედეგად დონეცკში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, დაშავებულთაგან ერთი ბავშვია, თუმცა, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სახლში იმყოფება. რაც შეეხება გარდაცვლილს, ის ვაგზლის ავტოსადგომზე მუშაობდა.

დონეცკის რკინიგზის ვაგზლიდან თანამშრომლებისა და მგზავრების ევაკუირება განხორციელდა. როგორც ცნობილია, დღეს შუადღიდან დონეცკში ტერორისტებსა და უკრაინის არმიას შორის შეტაკება მოხდა.

ტერორისტების დასახმარებლად რამდენიმე სატვირთო ავტომანქანით დამატებითი ძალა მივიდა 200-მდე ადამიანის შემადგენლობით. ქალაქის ცენტრში სროლების გამო საოფისე და საწარმოების თანამშრომელთა ევაკუაცია განხორციელდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა