როგორ აფასებს ამერიკის კონგრესი უკრაინის არჩევნებს

როგორ აფასებს ამერიკის კონგრესი უკრაინის არჩევნებს

ამერიკის კონგრესში უკრაინაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს ვლადიმერ პუტინისთვის უიღბლო უწოდეს და იმედი გამოთქვეს, რომ პეტრე პოროშენკო ქვეყნის გაერთიანებას შეძლებს. "ცენზორ.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია ამერიკის კონგრესის ორივე პალატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის განცხადებაში.

"ეს არჩევნები უკრაინული დემოკრატიის სუფთა გამარჯვებაა და დიდი უიღბლობა ვლადიმერ პუტინისთვის, რომლის ძალისხმევა იყო ქვეყნის დაყოფა. უკრაინელებმა ყველა რეგიონში ხმის მიცემით საკუთარი დამოკიდებულება გამოხატეს ერთიანი, დემოკრატიული და დამოუკიდებელი უკრაინისადმი", - განაცხადა თავის გამოსვლაში წარმომადგენლობითი პალატის უცხოეთის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ედ როისმა.

მისი თქმით, გასულ თვეში პეტრე პოროშენკოსთან შეხვედრისას მასთან საუბრით აღფრთოვანებული იყო, როდესაც ქვეყნის აღდგენის საკითხზე ისაუბრეს. ედ როისის განცხადებით, ახლა მან საუბარი საქმედ უნდა აქციოს.

მომზადებულია liga.net-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა