ჩინეთს ციმბირის ჩინელებით დასახლება სურს

ჩინეთს ციმბირის ჩინელებით დასახლება სურს

ჩინეთმა ციმბირის ჩინელებით დასახლების შესახებ წინადადება ოფიციალურად წარმოადგინა. ამის შესახებ uainfo.org წერს. ჩინეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, ლი იუანჩაო სანკტ-პეტერბურგში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე წინადადებით გამოვიდა, რომ ციმბირი ჩინელებით დასახლდეს.

"რუსეთში ბევრი ტერიტორიაა, ხოლო ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე მშრომელი ხალხი ცხოვრობს და თუკი ჩვენ ამ ფაქტორებს დავაკავშირებთ, მივიღებთ განვითარების არსებით ფაქტორს. რუსეთში არის დიდი ტერიტორია და ცოტა ხალხი, ჩინეთში კი პირიქით - ბევრი ადამიანი და ცოტა მიწა", - განაცხადა ლი იუანჩაომ.

რუსულ ინტერნეტ-საიტებზე წერენ, რომ ვინაიდან ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან ეს გზავნილი რუსულ-ჩინური ურთიერთობების პერსპექტივის ფარგლებში გაკეთდა, შესაძლოა, ეს წინადადება რუსეთის მიერ ჩინეთისთვის გაზის მიწოდების დაამატებით საფასურად იქცეს.

მომზადებულია uainfo.org-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა