დონეცკთან ეუთოს დამკვირვებლები დააკავეს

დონეცკთან ეუთოს დამკვირვებლები დააკავეს

დონეცკთან ეუთოს დამკვირვებლები დააკავეს. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

იუწყება, რომლის ინფორმაციაშიც აღნიშნულია, რომ დაკავებულთა შორის ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი ესტონეთის მოქალაქეა.

სამინისტროს ინფორმაციით, მოვლენათა განვითარებას კიევში ესტონეთის საელჩოში თვალს ადევნებენ ესტონელი დიპლომატები, რომლებიც ეუთოს წარმომადგენლებთან მუდმივ კავშირში არიან.

ამასთან, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას პაეტმა ეუთოს დამკვირვებლების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება მათთვის მუშაობაში ხელის შეშლა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ეუთოს დამკვირვებლებთან კავშირი გუშინ საღამოდან შეწყდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა