დაპირისპირება დიზაინერებს შორის - ''ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს მიღებული''

დაპირისპირება დიზაინერებს შორის - ''ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს მიღებული''

წინა კვირას დიზაინერ ჯორჯ ჯეი ბისთან ინტერვიუ გამოქვეყნდა. ჩვენმა ჟურნალისტმა ჯეი ბის თბილისის მოდის კვირეულის შეფასება სთხოვა. ინტერვიუში მან დიზაინერ რამაზო რომას მისამართით საკმაოდ კრიტიკული მოსაზრება გამოთქვა:

''ვიფიქრე, ჭორი იყო, რომ რამაზო რომა ''კუტიურს'' აკეთებს... ''ოტ კუტიური'' მაღალ მოდას ნიშნავს. ასეთი სამოსი რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. უნდა იქმნებოდეს მხოლოდ ერთი ეგზემპლარი, აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გაკეთდეს ხელით და ღირდეს ძალიან ძვირი. ვიფიქრე, რამაზო რომა გამოსასვლელ კაბებს აკეთებს და ალბათ, ხალხმა ეს შერაცხა ''კუტიურად''-მეთქი, მის ჩვენებას არ დავესწარი, მოგვიანებით ვნახე ფოტოები.

სხვათა შორის, თავადაც ამბობს, რომ ეს იყო ''კუტიური''. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ ყველაფერზე მას არასწორი წარმოდგენა აქვს. ყველანაირ ნაქარგს ''კუტიურს'' ვერ დავარქმევთ. მას ამაში ვამტყუნებ. კაბები, რაც იყო წარმოდგენილი, ნამდვილად არ ჯდება ჩემს ესთეტიკაში, თუმცა მოდის კვირეულს მოუხდა, ცოტა ამოვარდნილი იყო ფორმატიდან.

დავინახე, რომ ბევრი შრომა იყო ჩადებული. მეორე მხრივ, გასაკვირია, კვირეულზე, სადაც მზა ტანსაცმელს წარმოადგენენ, შენ რატომ აჩვენებ საღამოს კაბებს?!. ესეც მოდის კანონის დარღვევაა...''

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება