გრიგორი კარასინი - რუსეთი შეშფოთებით ადევნებს თვალს აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს

გრიგორი კარასინი - რუსეთი შეშფოთებით ადევნებს თვალს აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს

აფხაზეთში შექმნილი ვითარება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიაჩისლავ ჩირიკბამ სატელეფონო საუბრისას განიხილეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კარასინმა შეშფოთება გამოთქვა აფხაზეთში შიდაპოლიტიკური ვითარების გამწვავების გამო.

"რუსული მხარე ყურადღებით და შეშფოთებით ადევნებს თვალს მოვლენებს, რომელიც მეგობარ სახელმწიფოში ვითარდება და მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესები იქ სამართლებრივ ჩარჩოში განვითარდეს. აღინიშნა, რომ აფხაზეთში შიდაპოლიტიკური სიტუაციის ძალიან სწრაფად სტაბილიზაცია რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების განვითარების ინტერესშია", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა