რა ხდება უგო ბაგრატიონსა და მერსი სულხანიშვილს შორის

რა ხდება უგო ბაგრატიონსა და მერსი სულხანიშვილს შორის

უგო ბაგრატიონი ბაგრატიონების დინასტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი გახლავთ. ეს სიმპათიური ახალგაზრდა ესპანეთში ცხოვრობს და, როგორც ამბობენ, იქ სასურველ სასიძოდ ითვლება. საქართველოში იშვიათად ჩამოდის. ''ფეისბუქზე'' ძალიან ცოტა ქართველი მეგობარი ჰყავს. მათ შორის არის მერსი სულხანიშვილი. სკანდალური მერსი უგოს ფოტოებს ხშირად უწონებს.

უგო დიდი ხანია გახდა ქართული ბომონდური ჭორების მსხვერპლი. ჯერ ნინო იოსელიანთან დააწყვილეს, რაც ნინომ კატეგორიულად უარყო. ახლა კი ამბობენ, რომ მერსისა და უგოს შორის რაღაც ხდება. გახდება თუ არა საქართველოს დედოფალი მერსი სულხანიშვილი და რა ურთიერთობა აქვს პრინცთან, მოდის ბლოგერი და ტელეწამყვანი თავად გიამბობთ.

- მერსი, მორიგი ჭორი გავრცელდა შენთან დაკავშირებით. ამბობენ, უგო ბაგრატიონით არის გატაცებული და დიდი მიწერ-მოწერა აქვთო...

- (იცინის). ამ ჭორის გარდა ყველაფერს ველოდი. რა კომენტარი უნდა გავაკეთო, ძალიან გამამხიარულე.

- არ იცნობ უგოს?

- ვიცნობ. საერთო მეგობრები გვყავს. ივენთებზე ვხვდებით ხოლმე. არანაირი მიმოწერა არ გვაქვს.

- ბაგრატიონი ივენთებზე დადის?

- ცხადია დადის. გარდა იმისა, რომ სამეფო ოჯახის წარმომადგენელია, ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც ისევე სჭირდება განტვირთვა და მეგობრებთან ერთად დროს გატარება, როგორც ნებისმიერ ადამიანს.

- ბოლოს რომელ ივენთზე ნახეთ ერთმანეთი?

- ბესსარიონისა და დაშა მალიგინას ივენთებზე გადავიკვეთეთ.

- სად გაიცანით ერთმანეთი?

- შარდენზე, ერთ-ერთ რესტორანში.

- როგორ შთაბეჭდილება დაგრჩა უგოზე?

- უშუალო, თბილი, მეგობრული, ყურადღებიანი ადამიანია. პოზიტივი მოდის მისგან.

იხილეთ ვრცლად

იხილეთ ფოტოგალერეა: ქართული სამეფო კარის ყველაზე სიმპათიური სასიძო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება