მარკუს მეტრეველი ქველმოქმედებას ამოფარებულ თაღლითებს ამხელს: "ეს სირცხვილია და ამორალური!"

მარკუს მეტრეველი ქველმოქმედებას ამოფარებულ თაღლითებს ამხელს: "ეს სირცხვილია და ამორალური!"

"სირცხვილია !!!

არც ერთ საქველმოქმედო კონცერტზე აღარასდროს აღარ დამიკავშირდეთ !!!

ქველმოქმედებაზე ამოფარებულო თაღლითებო !!!

შემოსული სოლიდური თანხებიდან, კაპიკებს ურიცხავთ გაჭირვებულ ბავშვებს, იმ ადამიანებს რომლისთვისაც თითოეული კაპიკი მნიშვნელოვანია და თქვენ თქვენი მდიდრული ფანტაზიების განხორციელებაში ხარჯავთ მითვისებულ თანხებს...

ევროპიდან, ამერიკიდან გამოგზავნილი ნობათები, რომელიც განკუთვნილია ბავშვებისთვის დასახმარებლად, ტანსაცმლით, სათამაშოებით, საყოფაცხოვრებო პროდუქტებით, ნივთებით, სახლებში ეზიდებით ....

სირცხვილია და ამორალური !!! მოვა დრო და საქველმოქმედოები ისევ თქვენ გახდებით.....

გამგები გაიგებს !!"!

ეს სტატუსი მომღერალმა მარკუს მეტრეველმა საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე გამოაქვეყნა. Ambebi.ge დაინტერესდა მარკუს მეტრეველის გაღიზიანების მიზეზით და მომღერალს დაუკავშირდა:

- მარკუს აგვიხსენი შენი აღელვების მიზეზი, რამ განაპირობა ასეთი პოსტი?

- საქმე ეხება ორი კვირის წინ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში ჩატარებულ საქველმოქმედო ღონისძიებას, რომელიც გაიმართა ბავშვების დასახმარებლად. ცხადია უსასყიდლოდ მივიღე მონაწილეობა და არც მიფიქრია, რომ შემოსული თანხა არ მივიდოდა ბავშვების ანგარიშზე, რომ არ დამკავშირებოდა ერთ-ერთი ბავშვის მეურვე და უკმაყოფილება არ გამოეხატა, თითქოს იმდენი ჰონორარი ავიღე, რომ ბავშვებამდე 18000 ლარის ნაცვლად, მხოლოდ 200-მა ლარმა მიაღწია.

სწორედ ეს გახდა მიზეზი ჩემი სტატუსისა და ვიტოვებ იმედს, რომ ასეთი შემთხვევები და ბავშვების სახელით სპეკულირება აღარასოდეს განმეორდება.

მარკუსის აზრს იზიარებენ სხვა შემსრულებლებიც და ადასტურებენ, რომ საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიებები ხშირად იმართება და უცნობია, მიდის თუ არა შემოსული თანხა ადრესატამდე.

ნათია გედენიძე, Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება