ნინო იოსელიანმა საყვარელი დესერტი თბილისში ვერ აღმოაჩინა

ნინო იოსელიანმა საყვარელი დესერტი თბილისში ვერ აღმოაჩინა

ჩვენი რუბრიკის სტუმრები ნინო იოსელიანი და გუგა კუზანოვი გეტყვიან, თუ რომელ სუპერმარკეტებსა და კვების ობიექტებს ანიჭებენ უპირატესობას.

- ჩემი საყვარელი სუპერმარკეტი ''გუდვილია'', სადაც ყველაფერს ვყიდულობ სახლისთვის. არასახელობით მარკეტებში არ დავდივარ, ბევრად ხარისხიანი პროდუქტი აქვს ''გუდვილს'' და ''კარფურს'', რომელიც ცოტა შორსაა.

- საყვარელ კვების ობიექტებზე რას გვეტყვით?

- ხშირად ვსტუმრობ და ძალიან მიყვარს ''შავი ლომის'' საჭმელები, ასევე მომწონს ლიბანური რესტორანი და ''სუში რუმი'', ჯანსაღი საჭმელია ''ო, მოდა, მოდაში'', საღამოს სიტუაციისთვის, კოქტეილის დასალევად და გასართობად კი ''ელ ცენტროს'' ვსტუმრობ.

- რომელია თქვენი საყვარელი დესერტი და სად ამზადებენ გამორჩეულად?

- ''ტირამისუ'' მიყვარს ძალიან, მაგრამ ვერ გეტყვი, ამ ბოლო დროს თბილისში სად მივირთვი გემრიელი ''ტირამისუ''. თუმცა გემრიელი დესერტი თუ მინდა, ''ანტრეში'' ვყიდულობ.

- თბილისური ''ტირამისუ'' არ მოგეწონათ?

- რამდენიმე ადგილას გავსინჯე და არ მომეწონა, თუმცა დარწმუნებული ვარ, სადმე კარგის მოძიება შესაძლებელი იქნება.

- ინტერიერით რომელ კვების ობიექტს გამოარჩევდით?

- ''აკადემია'', მომწონს ის სტილი.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება