სლავიანსკში ტერორისტებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების Ми-8 ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს. liga.net-ის ინფორმაციით, ვერტმფრენს კარაჩუნის მთებში მყოფი უკრაინელი ძალოვანებისთვის საკვები პროდუქტები, სასმელი წყალი და ჯავშანჟილეტები გადაჰქონდა.
ამასთან, ვერტმფრენი აფრენიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა.
დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკსა და კრამატორსკში ფართომასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია დღეს დილით დაიწყო.
მომზადებულია liga.net-ის მიხედვით.