ნინო ძოწენიძის გარეგნობამ მისი შვილი შეაშინა

ნინო ძოწენიძის გარეგნობამ მისი შვილი შეაშინა

"ჯიდიესის" პროექტ "ერთი ერთში" რამდენიმე ლაივის გამარჯვებული ნინო ძოწენიძე გახდა. ყველაზე კეთილი და საყვარელი - ასე შეაფასეს მისი გარდასახვა ლეგენდარულ ჯაზ-დივად, ელა ფიცჯერალდად ჟიურის წევრებმა.

ნინო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინოს, მაგრამ როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ლიდერობას არ ელოდა.

- ლაივის ლიდერობა ძალიან მაგარი შეგრძნებაა. ბოლო ლაივზე ელა ფიცჯერალდის შესრულებისას თითქმის რვა საათი მომიხდა გრიმით ყოფნა. ძალიან ბევრი იმუშავეს და გამხდარი გოგო ელა ფიცჯერალდს დამამსგავსეს. ჟიურის შეფასებებით კმაყოფილი ვარ. საოცარი შეფასებები დავიმსახურე. ძალიან გამიკვირდა, რომ ქორეოგრაფმა ზაკ რისმა 12 ქულა დამიწერა, მაშინ როდესაც საერთოდ არ მიცეკვია და ვოკალის პედაგოგმა სისი სამიმ - 10. მაგრამ, რა თქმა უნდა, მაინც ძალიან გამიხარდა. სისის ჩემთვის აქამდე ათი არასოდეს დაუწერია.

- ფიქრობდი, რომ ამ ლაივის ლიდერი გახდებოდი?

- წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ და ვერ გაიგებ. კონკურსი ძალიან რთული ყოფილა. ზოგადად არ მიყვარს, ხელოვნებაში კონკურსს არ მივესალმები, მაგრამ ვფიქრობ, "ერთი ერთში" მონაწილეობა ჩემთვის კარგია. აღმოვაჩინე, რომ ბევრი რამ შემძლებია. ამისთვის დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ტელევიზიას და მგონია, რომ ამის შემდეგ კიდევ ბევრი ახალი რამის გაკეთებას შევძლებ.

- პროექტში მონაწილეობს ვერიკო ტურაშვილი. თქვენ განუყრელი მეგობრები ხართ. რა გრძნობა იყო, როდესაც მეგობრები კონკურენტები გახდით?

- ვერ ვიტყოდი, რომ სასიამოვნო განცდა მქონდა. პროექტში ყველა ფიქრობს გამარჯვებაზე და ყველა მონაწილე თავისებურად ნიჭიერია. ვერიკოც ძალიან ნიჭიერია. ვგიჟდები მისი ხმის ტემბრზე და ამჯერად ის ჩემი კონკურენტია. რას ვიზამთ. ორივე მომღერლები ვართ და ვცდილობთ, ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი გავაკეთოთ.

- თავიდან, როდესაც მონაწილეობას თანხმდებოდით, არ გიფიქრიათ, რომ მეგობრებს ერთმანეთის კონკურენტობა გაგიჭირდებოდათ?

- თავიდან არ ვიცოდი, რომ ვერიკოც მიიღებდა მონაწილეობას. დამირეკა და მითხრა, მეც მიმიწვიეს "ერთი ერთშიო", ცოტა დავიბენი. არ ვიცოდი, რა რეაქცია უნდა მქონოდა, უნდა გამხარებოდა თუ მწყენოდა, მაგრამ მერე ვთქვით, რატომაც არა. ჩვენ სხვანაირი მეგობრობა გვაქვს და ამას კონკურსი კი არა, არაფერი არ შეცვლის. ჯანსაღი და ჯანმრთელი კონკუ-რენტობით მივდივართ წინ. ამ პროექტში მონაწილეობის შემდეგაც ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვიქნებით.

- ვერიკოს პროექტში მამაკაცად გარდასახვამ მოუწია. გინდა, ამ შემთხვევაში შენც მისი ბედი გაიზიარო?

- იმედია, მამაკაცი მომღერლის შესრულება მეც მომიწევს. მინდა და მაინტერესებს, მამაკაცად გარდასახვა როგორ გამომივა. მგონია, რომ ლოტოტრონი ამჯერადაც გამიმართლებს და ძალიან მაგარ კაც მომღერალს შემახვედრებს.

- რომელ მომღერლად გარდაისახებოდი?

- სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი. ამიტომაცაა ეს კონკურსი საინტერესო, რომ წინასწარ არ იცი, ვისი შესრულება მოგიწევს. შეიძლება, ისეთი მომღერალი შეგხვდეს, საერთოდ არ იყოს შენთან ახლოს არც ჟანრით და არც ტემბრით, მაგრამ შენ უნდა შეძლო და გარდაისახო. მე ყოველთვის მაგარი მომღერლები მხვდებიან და ვფიქრობ, ამ ყველაფერს თავს ნორმალურად ვართმევ.

- პროექტის მიღმა რას საქმიანობ?

- მთლიანად "ერთი ერთში" ვარ ჩართული. სხვა არაფრისთვის დრო არ მრჩება. ბევრი დრო სჭირდება, რომ ის მომღერალი, რომელიც უნდა განასახიერო, შეისწავლო და ყველაფერი ისე გააკეთო. საკუთარი ბავშვისთვისაც აღარ მრჩება დრო. შვილს ვენატრები და ლაივებზე მნახულობს ხოლმე. იქაც ვერ მცნობს. ბოლო ლაივზე ვეკითხებოდი, გინდა, ელა ფიცჯერალდის მსგავსი დედა რომ გყავდეს-მეთქი და არაო, ცოტა შეშინებულმა მიპასუხა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება