დემი მურისა და ბრიუს უილისის ქალიშვილი ქუჩაში შიშველი დადის

დემი მურისა და ბრიუს უილისის ქალიშვილი ქუჩაში შიშველი დადის

ჰოლივუდის ვარსკვლავების, დემი მურისა და ბრიუს უილისის ქალიშვილმა, 22 წლის სკოუტმა წარმატებული და პოპულარული მშობლების დაჩრდილვა გაშიშვლებით გადაწყვიტა.

პროტესტის ნიშნად ნიუ-იორკის ქუჩებში სკოუტი შიშველი დადის - პაპარაცები გაოცებულნი დარჩნენ, როდესაც მკერდმოშიშვლებულ ახალგაზრდაში მეგა ვარსკვლავების შვილი ამოიცნეს.

გოგონა სოციალური ქსელის, "ინსტაგრამის" პოლიტიკას აპროტესტებს, რომელიც ქალის სიშიშვლის წინააღმდეგია.

"ლეგალურია ნიუ-იორკში, მაგრამ აკრძალულია "ინსტაგრამზე", - დაპოსტა სკოუტმა.

სკოუტმა "ინსტაგრამს" ბოიკოტი მას შემდეგ გამოუცხადა, როდესაც ერთ-ერთმა კანადელმა დედამ ქსელში ფოტო განათავსა, სადაც ჩვილს ძუძუთი კვებავს - "ინსტაგრამმა" კი მისი პროფილი დახურა. როგორც სოციალური ქსელის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ისინი ძუძუთი კვების ფოტოებს კი არ შლიან, არამედ კადრებს, სადაც შიშველი მკერდი მთლიანად ჩანს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება