''არ მეშინია, რომ ამის გამო ვინმე გამკიცხავს, ან მომივარდებიან'' - იუნა შაფათავას ბლიცინტერვიუ

''არ მეშინია, რომ ამის გამო ვინმე გამკიცხავს, ან მომივარდებიან'' - იუნა შაფათავას ბლიცინტერვიუ

გაინტერესებთ, ვინ იყო იუნა შაფათავას პირველი სიყვარული და რატომ გადაიდო პირველი ეროტიკული არხის გაკეთება? მაშინ ბლიცინტერვიუს გაეცანით.

- პირველი სიყვარული...

- ბევრი გატაცება მქონია, მაგრამ ჩემი პირველი სიყვარული ჰოლივუდის ლეგენდა ჯეიმს დინი გახლდათ. მაბოდებდა, არანორმალურად მიყვარდა. ახლა ჩემი უმცროსი და სოფიკო ტურნირზეა საფრანგეთში და მომწერა, სასტუმროს ნომერში რომ შევედი, პირველი, რაც დავინახე, ჯეიმს დინის ფოტო იყოო. ცრემლი მომადგა. რაც შეეხება უფრო რეალურ სიყვარულს, თეატრალურ უნივერსიტეტში ერთი ბიჭი მიყვარდა, მაგრამ პირველი, სერიოზული სიყვარული ჩემი ყოფილი მეუღლე იყო.

- პირველი იმედგაცრუება...

- ჩემი პირველი იმედგაცრუება მეგობრობას უკავშირდება. ერთ დღეს უახლოესმა მეგობარმა რომ მიღალატა, მაშინ მივხვდი, რომ ცხოვრება არც ისე ვარდისფერი ყოფილა. არადა, ამ დროს უკვე დიდები ვიყავით. მიწაზე დამაგდო ამ ღალატმა, ძალიან მძიმედ გადავიტანე. არ შევრიგებულვართ, უბრალოდ, გამარჯობის დონეზე დავრჩით. მას შემდეგ ადამიანებს მარტივად აღარ ვენდობი.

- პირველი ხელფასი...

- 46 ლარი ავიღე და სოფიკოს სათამაშოები ვუყიდე. მაშინ მოდაში იყო უხელფასოდ მუშაობა და მეც ერთ-ერთ სამსახურში რამდენიმე გოგონასთან ერთად ვმუშაობდი. უფროსს მოეწონა ჩემი შემართება და მითხრა, კურიერად გაგაფორმებ და ხელფასი მაინც გექნებაო. იქ ავიღე 46 ლარი. ისე მანამდე ბავშვებს ინგლისურ ენაში ვამზადებდი, მაგრამ ოფიციალური ხელფასი სხვა შეგრძნებაა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება