"მათთვის, ვინც თვლის, რომ ჩინოვნიკებმა უზარმაზარი ჯიპებით უნდა იარონ" - დაჩი გრძელიშვილი კრიტიკას პასუხობს

"მათთვის, ვინც თვლის, რომ ჩინოვნიკებმა უზარმაზარი ჯიპებით უნდა იარონ" - დაჩი გრძელიშვილი კრიტიკას პასუხობს

ჟურნალისტმა დაჩი გრძელიშვილმა გუშინ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ბათუმში პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სტუმრად ჩასულ ჩინოვნიკებს კრიტიკული პოსტი მიუძღვნა. პოსტს ინტერნეტ-მედიასა და სოციალურ ქსელში მხარდამჭერი კომენტარების გარდა, კრიტიკაც მოჰყვა. დაჩიმ კრიტიკოსების პასუხად მორიგი პოსტი გამოაქვეყნა.

"მათ საყურადღებოდ, ვინაც ჯიპებზე ჩემი პოსტის შემდეგ სისინა გველი და ინტრიგანი მიწოდა; მათ საყურადღებოდაც, ვინაც პოსტის წაკითხვის მერე მარტო ის იკითხა, 9 წელი რას აკეთებდაო (ანუ, ჩემზე იკითხა, საკუთარ თავზე კი არა); ასევე მათთვის, ვინც თვლის, რომ ჩინოვნიკებმა უზარმაზარი, დაბურულ მინებიანი და პოლიციის მაშუქებიანი ჯიპებით უნდა იარონ - მათსავე, ხალხის ხარჯზე.

- ბატონებო, ქალბატონებო... თავი მხოლოდ ბალიშზე დასადები მოწყობილობა არ გახლავთ. მას ფიქრი და აზროვნებაც შეუძლია. ოღონდ თქვენს ნაცვლად, თქვენი თავით სხვა ვერ იფიქრებს - ვერც მიშა, ვერც ბიძინა და თქვენ წარმოიდგინეთ, ვერც ღმერთი (ის ამას უბრალოდ არ გააკეთებს, იმიტომ რომ უყვარხართ). ჰოდა, თქვენი თავით, თქვენვე დაფიქრდით: თქვენ მიდიხართ არჩევნებზე და ირჩევთ მთავრობას; თქვენი ხელფასიდან იხდით გადასახადებს (არა მხოლოდ ხელფასიდან) და ავსებთ ბიუჯეტს, რომლითაც მთავრობა ხელფასს იღებს; ასრულებთ მოვალეობას, არ დაარღვიოთ კანონი - როდესაც არღვევთ, თუ გაგიგეს, თქვენ გიჭერენ ან გაჯარიმებენ და თვლით, რომ ეს ნორმალურია. ჰოდა დაფიქრდით, რატომ უნდა იყოს თქვენს მიერ მოყვანილი, თქვენი დაფინანსებული მთავრობა თქვენზე პრივილეგირებული? რატომ არ უნდა მოსთხოვოთ მას პასუხი იმაზე, რაც არ მოგწონთ? - დაფიქრდით, არ ინანებთ... თავიდან ცოტა გაგიჭირდებათ, მაგრამ მერე და მერე, გესიამოვნებათ კიდეც, ისეთ ძალას იგრძნობთ. იმიტომ, რომ ასეთები ბევრი ვიქნებით - ვისაც თავი მხოლოდ ბალიშზე დასადები მოწყობილობა არ ჰგონია; იმიტომ, რომ ასეთები ბევრი ვიქნებით - ვინც თვლის, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მთავრობა კი განსაკუთრებით თანასწორი. და მერე აღარ დაგვჭირდება იმაზე მათხოვრობა, რაც ისედაც გვეკუთვნის - ჩვენი წილი თავისუფლება ჩვენსავე აშენებულ ქვეყანაში", - წერს გრძელიშვილი.

იხილეთ ასევე: "არ გირჩევთ, ჩვენს ხარჯზე "გულავს", ბატონებო" - დაჩი გრძელიშვილი მთავრობას აკრიტიკებს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს