''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მეოთხე სეზონის დაწყებას საზოგადოება არაერთგვაროვნად შეხვდა. ზოგი შემადგენლობით დარჩა უკმაყოფილო და იმასაც ამბობდნენ, მოცეკვავეებს უფრო კარგად ვიცნობთ, ვიდრე ე.წ. ვარსკვლავებსო, ამის გამო კი ხუმრობით შოუს ''ცეკვავენ ადამიანები'' დაარქვეს.
ასეა თუ ისე, შოუს მაყურებელი მაინც არ აკლია და პრესაც აქტიურად წერს მონაწილეების შესახებ. პროექტის ქომაგები მოუთმენლად ელოდნენ შოუში სალომე ჭაჭუას გამოჩენას, მაგრამ მან ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, ამჯერად თავს შევიკავებ, მინდა, მაყურებელმა ჩემგან დაისვენოსო. გარდა სალომესი, პროექტში ვერ ვიხილეთ წინა სეზონის გამარჯვებულის, ქეთი ხატიშვილის, მეწყვილე გიორგი ბარბაქაძე, რომელიც ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' უსაჩუქროდ დატოვეს. გიორგისთან შეხმიანება გადავწყვიტე.
- გიორგი, როგორ ხარ? რას საქმიანობ ახლა?
- ამჟამად ანტალიაში ვარ, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვეულ მოცეკვავეებთან ქორეოგრაფად ვმუშაობ.
- რატომ არ მონაწილეობ ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ახალ სეზონში, ეს შენი გადაწყვეტილებაა თუ ორგანიზატორებმა არ შემოგთავაზეს?
- საერთოდ, ვფიქრობ, პროექტის ახალ სეზონში ყველა თუ არა, რამდენიმე მოცეკვავე მაინც უნდა იცვლებოდეს. ეს მაყურებლისთვისაც საინტერესოა და სხვა მოცეკვავეებისთვისაც. გასულ სეზონზე მაყურებელმა თითქმის 4 თვის განმავლობაში გვადევნა თვალი, ამჯერად კი, პროდიუსერთან გასაუბრების მიუხედავად, თავი შევიკავე მონაწილეობისგან, რადგან სურვილიც ნაკლები მქონდა. პირველ სეზონში ვიცეკვე, მეორეში - არა, მესამეშიც ვიყავი, ახლა თავი შევიკავე, შემდეგ თუ დრო და სიტუაცია შემიწყობს ხელს და თუ მაყურებლისა და პროდიუსერის სურვილიც იქნება, რომ პროექტს დავუბრუნდე, შესაძლებელია, მივიღო კიდეც მონაწილეობა.
იხილეთ გაგრძელება