ექსკლუზიური ინტერვიუ თამთა გოდუაძის ყოფილ ქმართან - "ისეთ დონეზე ვიყავით, ურთიერთობის გადარჩენას აზრი არ ჰქონდა"

ექსკლუზიური ინტერვიუ თამთა გოდუაძის ყოფილ ქმართან - "ისეთ დონეზე ვიყავით, ურთიერთობის გადარჩენას აზრი არ ჰქონდა"

თამთა გოდუაძე წლებია, საბერძნეთში მოღვაწეობს და იქაური შოუ-ბიზნესის გამორჩეული ვარსკვლავია. ქართველების უმეტესობამ მის შესახებ რამდენიმე თვის წინ გაიგო, როცა "რუსთავი 2"-ის მოწვევით, "იქს ფაქტორის" ჟიურის წევრი გახდა.

ყველას აინტერესებს მისი პირადი ცხოვრება, ოჯახური მდგომარეობა, თუმცა საკუთარი ცხოვრების ინტიმურ დეტალებზე საჯაროდ არასდროს საუბრობს. თამთა ინტერვიუებში ამბობს, რომ საქართველოდან პირად დრამას გაექცა. მისი მეუღლე ბიზნესმენი შმაგი ხაჭვანი გახლდათ. თამთას და შმაგის საერთო ქალიშვილი, 18 წლის ანი ხაჭვანი ჰყავთ. "მარაო.ჯი" გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს შმაგი ხაჭვანთან:

- შმაგი, რა ასაკში შექმენით ოჯახი თქვენ და თამთამ?

- მე და თამთამ პატარა ასაკში შევქმენით ოჯახი, ის 14 წლის იყო, მე კი 16-ის. ჩვეულებრივად გავიცანით ერთმანეთი. დაახლოებით 6 თვე ვიყავით შეყვარებულები და მერე გავიპარეთ. 6 წელი ვიყავით ერთად. როცა გავიზარდეთ, მივხვდით, რომ ის სიყვარული არ ყოფილა სიყვარული, რასაც ოჯახი ჰქვია და დავშორდით. იმან თავისი გზით გააგრძელა ცხოვრება, მე ჩემი გზით. იმაზე მწყდებოდა გული, რომ შვილთან არ მქონდა მამაშვილური ურთიერთობა, ტელეფონით და სხვადასხვა საშუალებით ვკონტაქტობდით. ზაფხულობით, როცა თბილისში ჩამოდის, 2-3 კვირით ჩემთან არის. წელს დაამთავრა სკოლა, ჯერ გამოცდებს აბარებს და ამ ზაფხულსაც ველოდები.

- თამთა ოჯახის დანგრევის შემდეგ წავიდა საბერძნეთში?

- დედამისი საბერძნეთში ცხოვრობდა. ალბათ, აქ ვეღარ გაჩერდა და დედასთან წავიდა. იქ აიწყო კარიერა, გაუმართლა. ძალიან მიხარია, ღმერთმა ხელი მოუმართოს. ეგ რომ კარგად იქნება, ჩემი შვილიც კარგად იქნება. ღმერთმა მისცეს ყველაფერი, რაც ეკუთვნის.

- შვილის ნახვის პრობლემა ხომ არ გქონდათ დაშორების შემდეგ?

- არა, ჩემი მეორე მეუღლე და ანა (შმაგის და თამთას შვილი) მეგობრობენ.

- თუნდაც შვილის გამო შერიგება არასდროს გიცდიათ?

- უკვე ისეთ დონეზე ვიყავით, ურთიერთობის გადარჩენას აზრი არ ჰქონდა. ადამიანთან ყოფნა და ურთიერთობა როცა არ გინდა, უნდა დაამთავრო. ვერც ბავშვმა უშველა ამ ურთიერთობას.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება