რუსმა მომღერალმა ქეთა თოფურიას სიყვარული საჯაროდ აუხსნა

რუსმა მომღერალმა ქეთა თოფურიას სიყვარული საჯაროდ აუხსნა

რუსი მომღერლის სერგეი ლაზარევის ქეთა თოფურიასადმი სიყვარულის შესახებ რუსულ პრესაში ადრეც წერდნენ, თუმცა მას მერე, რაც ქეთა გათხოვდა, მითქმა-მოთქმაც ჩაცხრა. თუმცა ახლა კვლავ აქტუალური გახდა ეს თემა.

აღმოჩნდა, რომ რუს მომღერალს ქეთასადმი გრძნობა არ განელებია. სოციალური ქსელითაც არ მალავს თავის გრძნობებს და ღიად უცხადებს სიყვარულს: ''მე მასზე უბრალოდ ვგიჟდები!!! ის ყოველთვის მხარში დაგიდგება!! ქეთა, მე შენ მიყვარხარ!''

ზოგიერთი რუსული გამოცემა უფრო შორსაც წავიდა და წერს, რომ არც ქეთაა გულგრილი ამ ამბებისადმი და მის ბიზნესმენ ქმარს - ლევ გეიხმანს, აშკარად აქვს სანერვიულო. ლაზარევმა ქეთასადმი მიძღვნას მასთან ერთად გადაღებული საკმაოდ რომანტიკული ფოტოებიც დაურთო, რამაც საზოგადოებას ეჭვები გაუმყარა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება