რატომ ''დაჭამეს'' ერთმანეთი ჟიურის წევრებმა ''მის და მისტერ თბილისსზე'' და ვინ აპროტესტებდა შედეგებს

რატომ ''დაჭამეს'' ერთმანეთი ჟიურის წევრებმა ''მის და მისტერ თბილისსზე'' და ვინ აპროტესტებდა შედეგებს

24 მარტს კომპანია "ნატახტარმა'' ჟურნალისტთა კორპუსი ''ტიფლის პალასში'' პრესკონფერენციაზე მიგვიწვია, სადაც "ფონდ ნატახტარის" მიერ 2012-2013 წელს განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

წინა კვირას კულტურის ცენტრ ''მუზაში'' კონკურსზე ''მის და მისტერ თბილისი'' გავეშურე. კონკურსის ორგანიზატორმა, სამოდელო სააგენტო ''ბესტ მოდელის'' ხელმძღვანელმა კახი ხაბეიშვილმა სტუმრებს ღია ცის ქვეშ, საკმაოდ ლამაზ გარემოში უმასპინძლა.

კონკურსებზე რომ ლამაზი გოგონების სიმცირე აშკარად იგრძნობა, ამაზე უკვე აღარავინ დავობს. ქალაქის ქუჩებში გაცილებით ლამაზი გოგონები გვხვდებიან, ვიდრე სილამაზის კონკურსებზე.

ამჯერადაც არჩევანი საკმაოდ მწირი იყო. ''მის და მისტერ თბილისის'' ტიტულის მოსაპოვებლად 8 გოგონა და 14 ბიჭი იბრძოდნენ.

მრავალრიცხოვანი გახლდათ ჟიური: შოთიკო ბოჭორიშვილი, ანი ჯაჯანიძე, გია ჯაჯანიძე, თინათინ მაღალაშვილი, ეკო ფანგანი, ლელა ნინუა და სხვანი. აქ ვგულისხმობ ამ კონკურსის ორგანიზატორ კახი ხაბეიშვილსა და მისივე მოდელებს, სხვადასხვა წელს ''მის და მისტერ თბილისისა'' და ''მისტერ ვალენტინის'' ტიტულის მფლობელებს.

ტრადიციულად, ერთი საათის დაგვიანებით, სცენაზე საღამოს წამყვანები მერსი სულხანიშვილი და პაატა დათუნაშვილი მოგვევლინნენ. ჩაცმული მერსის ცაში ატყორცნილი, უცნაურად მრავალფეროვანი ვარცხნილობისა და შავი ტუჩის საცხის ფონზე, მისი თანაწამყვანის ვინაობით აღარავინ დაინტერესებულა.

კონკურსანტები სამგზის წარდგნენ მაყურებლის წინაშე: სპორტული სამოსით, საცურაო კოსტიუმებითა და საღამოს კაბებით. ეს უკანასკნელი დიზაინერ ლაშა ჯოხაძეს ეკუთვნოდა. მამრობითი სქესის კონკურსანტებმა კი ერთ-ერთი უცხოური ბრენდის კოლექცია წარმოადგინეს.

მაყურებლისთვის პოდიუმზე მოცეკვავე იაკობ ყუფუნიას გამოჩენა სურპრიზი იყო. გარდა იმისა, რომ ის კონკურსში მონაწილეობდა, ჟიურის ერთ-ერთ წევრთან, მოცეკვავე ანი ჯაჯანიძესთან ერთად მართლაც საოცარი ნომერი შემოგვთავაზა. ვფიქრობ, ეს საუკეთესო სანახაობა იყო, რაც იმ დღეს სცენაზე ვნახეთ.

გვიმღერა ანჩო დოლიძემ. მისმა უმაღლესმა წითელმა, ლედი გაგასეულმა ფეხსაცმელმა მაყურებლისა და საღამოს წამყვანის ყურადღება მიიქცია. სცენიდან გასვლის წინ მერსიმ ანჩოს რჩევა მისცა, ფრთხილად, არ წაიქცეო. მანამდე კი ანჩომ, ჩაიგდო რა მიკროფონი ხელში, მაყურებელს მიმართა, ტაში დამიკარით, ისტორიული მომენტია, მერსიმ მიკროფონი დამითმო, გავაჩუმეო. სანამ ეს ორი ''ფეისი'' ერთმანეთს ესწერვებოდა, ჟიურიმ გადაწყვეტილება მიიღო. მე დრო ვიხელთე და სანამ გამარჯვებული დასახელებოდა, ჟიურის წევრებს დიქტოფონით ჩამოვუარე.

შოთიკო ბოჭორიშვილი:

- ბიჭებში გიორგი კენჯიამ გაიმარჯვა, თუმცა მე, ლიზა ვადაჭკორია და ეკო ფანგანი ვფიქრობდით, რომ ''მისტერ თბილისი'' უფრო მამაკაცური უნდა ყოფილიყო, როგორიც იყო მეშვიდე ნომერი, თორნიკე გოგიჩაიშვილი. გოგონებში მოგვწონდა სალომე დავითაშვილი. მართალია, თავს პოდიუმზე კარგად ვერ გრძნობდა, მაგრამ ამ გოგონებში, ჩვენი აზრით, საუკეთესო იყო. უმცირესობაში აღმოვჩნდით, გაიმარჯვა სალომე ხუხიამ.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება