რუსეთ-უკრაინის საზღვარზე შეტაკებაა

რუსეთ-უკრაინის საზღვარზე შეტაკებაა

რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ბრძოლა მიმდინარეობს. "უნიანის" ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან მესაზღვრეებს უტევენ ჯავშანტრანსპორტიორი და "კამაზის" ტიპის ტყვიამფრქვევიანი ავტომანქანები. მათ ზურგს უმაგრებს ასევე ასობით "ბოევიკი".

შეტევა ხორციელდება "მარინოვკის" გამშვებ პუნქტთან. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო პოლიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ტიმჩუკმა განაცხადა.

"უკრაინელ სამხედროებს უკრაინის ტერიტორიიდან ტერორისტების ჯგუფიც უტევს. გამოყენებულია 1 ჯავშანტრანსპორტიორი და 4 "კამაზის" ტიპის ტყვიამფრქვევიანი ავტომანქანა", – აცხადებს ტიმჩუკი.

მისი თქმით, უკრაინელმა მესაზღვრეებმა გაანადგურეს ერთი "კამაზის" ტიპის ავტომანქანა, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა.

შეტაკება ადგილობრივი დროით 16:05 საათზე დაიწყო. საზღვრისკენ მიემართება უკრაინის სასაზღვრო ჯარების რაზმი და შეიარაღებული ჯარები.

მომზადებულია www.unian.net-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა