სლავიანსკთან ბრძოლა მიმდინარეობს

სლავიანსკთან ბრძოლა მიმდინარეობს

უკრაინის არმიამ სლავიანსკზე სატანკო შეტევა დაიწყო. "უნიანის" ინფორმაციით, ქალაქის საზღვართან რუს სეპარატისტებთან სერიოზული ბრძოლები მიმდინარეობს.

ამასთან, "ბი-ბი-სის" კორესპონდენტის ინფორმაციით, რომელიც ქალაქთან ახლოს იმყოფებოდა, უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქი ალყაში მოაქციეს და მძიმე ტექნიკა შეიყვანეს. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსი სეპარატისტების წინააღმდეგ სპეცოპერაცია აქტიურ ფაზაში გადავიდა.

უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა მიმდინარე კვირას სლავიანსკის, კრამატორსკისა და ლიმანის მცხოვრებლები გააფრთხილა, სახლებში დარჩნენ და სეპარატისტების საბრძოლო პოზიციებს არ გაეკარონ.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სლავიანსკის თავზე ტერორისტებმა უკრაინის არმიის კუთვნილი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. მფრინავების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე დაუზუსტებელია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა