პეტრო პოროშენკომ უკრაინელი ხალხის წინაშე ფიცი დადო

პეტრო პოროშენკომ უკრაინელი ხალხის წინაშე ფიცი დადო

უკრაინის უმაღლეს რადაში, ქვეყნის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინელი ხალხის წინაშე ერთგულების ფიცი დადო. უმაღლეს რადაში ფიცის დადების ცერემონიას სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და მთავრობის პირველი პირები ესწრებიან. უკრაინის უმაღლეს რადაში იმყოფებიან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი და ევროსაბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეი.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, 48 წლის პეტრო პოროშენკოს ინაუგურაციას კიევში 56 ქვეყნის დელეგაცია დაესწრება.

უკრაინელმა ბიზნესმენმა და პოლიტიკოსმა პეტრო პოროშენკომ 25 მაისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 54,7%-ით გაიმარჯვა.

ასევე დაგაინტერესებთ: უკრაინის მომავალი პრეზიდენტი - "შოკოლადის მეფე" და რომანტიკოსი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების დეტალები

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა