10 ყველაზე ცნობილი დისკოთეკა მსოფლიოში (+10 ფოტო)

10 ყველაზე ცნობილი დისკოთეკა მსოფლიოში (+10 ფოტო)

წარმოგიდგენთ ყველაზე ცნობილ დისკოთეკებს მსოფლიოში. სწორედ ამ ადგილებშია შესაძლებელი უახლესი კომპოზიციების მოსმენა, ნამდვილი შოუს ნახვა და მსოფლიოში ცნობილი დიჯეების მიქსების შეგრძნება. მაშ ასე, გთავაზობთ მსოფლიოში ცნობილი დისკოთეკების ჩამონათვალს.

1. იბიცა - Privilege

ამ დისკოთეკას 10 000 სტუმრის დატევა შეუძლია, რის გამოც ის გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი დისკოთეკა. ალბათ, ადვილი წარმოსადგენია, როგორი შოუების მომსწრე იქნება ის, ვინც ამ დისკოთეკას ესტუმრება...

2. ამსტერდამი - Escape

ეს დისკოთეკა 1987 წელს გაიხსნა და ის ჰოლანდიელების კლუბური ცხოვრების ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. კლუბს ერთდროულად 2000 სტუმრის მიღება შეუძლია.

3. პარიზი - Le Balajo

Le Balajo მულენ რუჟის სტილში დეკორირებული ღამის კლუბია. ამ კლუბში დღემდე იგრძნობა მორის შევალიესა და ედიტ პიაფის დროინდელი პარიზის ატმოსფერო.

4. ტოკიო - Liquid Room

კლუბში ელექტრონული მუსიკის განსხვავებული მიმართულებების მოსმენა შეიძლება. კლუბი 1000 კაცს იტევს და ის გამორჩეულია ინოვაციური აკუსტიკური სისტემით. ამის გამო კლუბი დიდი პოპულარობით სარგებლობს მუსიკოსებსა და ცოცხალი მუსიკის მოყვარულებში.

5. ბოდრუმი - "კატამარანი"

ალბათ, ეს ყველაზე უცნაური დისკოთეკაცაა მსოფლიოში. ეს არის დისკოთეკა დიდ ხომალდზე, რომელსაც გამჭვირვალე გემბანი აქვს. საღამოობით, სპეციალური განათების წყალობით კი მთელი წყალქვეშა სილამაზის დანახვა შესაძლებელია. ბორტზე 2500 ადამიანი ეტევა.

6. იბიცა - Space

1988 წელს გახსნილი დისკოთეკა კლუბური მუსიკის მექად იქცა. კლუბი ორი "სამყაროსგან" შედგება -  ღია ტერასისგან, სადაც შესაძლებელია disco-house-ს მოსმენა და შიდა, დახურული სივრცისგან, რომელიც "ეშმაკის ბუნაგს" მოგვაგონებს.

7. ლონდონი - The Equinox

ეს ადგილი ლონდონში მეგაპოპულარულია. კლუბს გააჩნია რამდენიმე საცეკვაო მოედანი, 8 ბარი, ლაუნჯ-ზონა და სხვა. დაწესებულება 2000 ადამიანს იტევს.

8. ლონდონი - Hippodrom

ეს ადგილი ლონდონელი ახალგაზრდების გულებს იპყრობს. დისკოთეკას სხვადასხვა სართულზე რამდენიმე საცეკვაო მოედანი აქვს. კლუბს თანამედროვე აღჭურვილობა აქვს, რაც საუკეთესო ჟღერადობას უზრუნველყოფს.

9. ბოდრუმი - "ჰალიკარნასი"

დისკო-კლუბი ღია ცის ქვეშ მდებარეობს და  საკურორტო ატმოსფეროს განცდა აქ რთული არ არის - კლუბი პირდაპირ სანაპიროზე მდებარეობს, რაც დამსვენებლებს საშუალებას აძლევს, დატკბნენ ბოდრუმის პანორამით.

10. რიმინი - Baia Imperiale

ათეულს მსოფლიოში ცნობილი დისკოთეკა Baia Imperiale ასრულებს. კლუბის დიზაინი შთაგონებულია ანტიკური არქიტექტურით - რომაული ქანდაკებები, მარმარილოს კიბეები, დახვეწილი შადრევნები, აუზები კლუბს ნამდვილად აქცევს მუსიკის მუზეუმად. მიუხედავად სტილის ანტიკურობისა, აქ მხოლოდ თანამედროვე მუსიკას მოისმენთ.

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება