ანტონიო ბანდერასი ცოლს ეყრება

ანტონიო ბანდერასი ცოლს ეყრება

ჰოლივუდის კაშკაშა წყვილის, ანტონიო ბანდერასისა და მელანი გრიფიტის განქორწინების შესახებ ჭორები გამართლდა. 18-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეებმა გაყრა გადაწყვიტეს. განცხდება გაყრის თაობაზე სასამართლოში მელანიმ შეიტანა.

ამბობენ, რომ მსახიობს ქმრისგან სოლიდური ფინანსური წილისა და ალიმენტების იმედი აქვს. დაშორების მიზეზად კი "შეურიგებელი უთანხმოება" დაასახელა.

წყვილის გარემოცვიდან ანონიმური წყაროების ცნობით, გაყრას მშვიდობიანი ხასიათი აქვს, თუმცა ქონების გაყოფის საკითხი მწვავდება, რადგან ცოლ-ქმარს აშშ-სა და ესპანეთში უზარმაზარი ფართობის უძრავი ქონება აქვთ.

მელანი მათ ერთადერთ საერთო ქალიშვილზე, სტელაზე ერთობლივ მეურვეობას ითხოვს, თუმცა საკითხი დღის წესრიგიდან მალე მოიხსნება, რადგან გოგონა სექტემბერში სრულწლოვანი ხდება.

მელანისა და ანტონიოს ცოლ-ქმრულ ცხოვრებაში რღვევა 2 წლის წინ დაიწყო. მელანისთვის ეს მესამე განქორწინებაა, ბანდერასი კი პირველად შორდება ცოლს.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება