ვისი სახელი შეურჩია ანი ტყებუჩავამ თავის ''ბონუსსაჩუქარს''

ვისი სახელი შეურჩია ანი ტყებუჩავამ თავის ''ბონუსსაჩუქარს''

''ჩემი ცოლის დაქალების'' მსახიობ ანა ტყებუჩავასა და რეჟისორ ლევან ბარამიძის სიყვარულის ამბავი ე.წ. საზაფხულო რომანით დაიწყო. წყვილი მეგობრებთან ერთად კვარიათში ისვენებდა, საიდანაც, როგორც ანიმ გვითხრა, თბილისში უკვე ''სიყვარულახსნილები'' დაბრუნდნენ. გასულ ზაფხულს შეყვარებულებმა ჯვარი დაიწერეს, სულ რაღაც თვე-ნახევრის წინ კი მშობლები გახდნენ. სწორედ ანის ორსულობა იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ სერიალს ახალი გმირები - ნინასა და დათოს ტყუპი შეემატა. რეალურად კი ანი გოგონას დედა 15 აპრილს გახდა... რასაკვირველია, საუბარი ნენეთი დავიწყეთ.

- ნენე დაიბადა 15 აპრილს, 3 კილო და 850 გრამი, 51 სმ. გუშინ 40 დღის გახდა, თუ რამე არ აწუხებს, არ წუწუნებს, მთავარია, არ შიოდეს.

- როგორც ვიცი, საკეისრო კვეთა დაგჭირდა.

- კი. მშობიარობას ფიზიოლოგიურად ვაპირებდი, თან ჩემს ქმარს დასწრება სურდა, გვინდოდა, შვილის დაბადების ემოციები ერთად განგვეცადა, მაგრამ საბოლოო ჯამში საკეისრო გამიკეთეს.ალბათ, დიდი ბავშვი რომ იყო, მაგის გამო. ნენე დაბადებას არ ჩქარობდა, არადა, შეიძლება, ითქვას, რომ ვადაგადაცილება მქონდა, ორსულობის 40 კვირა უკვე შესრულებული იყო, გარკვეული დროის შემდეგ კი ბავშვის მუცელში ყოფნა სასურველი აღარ არის, ამის გამო შეიძლება რამე საფრთხე შეექმნას კიდეც. ამიტომ სამშობიაროში ჩემი ინიციატივით მივედი. იმდენად მომწონდა თარიღი 14.04.2014, რომ ძალიან მინდოდა, 14-ში დაბადებულიყო, მერე კი ვამბობდი, თუ მაინც საკეისრო უნდა გამეკეთებინა, ნეტავ14-ში გამეჩინა-მეთქი. საბოლოო ჯამში ტკივილებიც მქონდა, მაგრამ საკეისრო დამჭირდა, ნენე ქვეყანას 15 აპრილს მოევლინა.

- იცოდი, რომ გოგონა უნდა დაბადებულიყო?

- კი, თუმცა გამოთვლით მეუბნებოდნენ, ბიჭიაო, თან მესიზმრებოდა, ვითომ ვიმშობიარე და მეუბნებოდნენ, იცით ხომ, ბიჭი რომ გყავთ?! ყველაფერი გოგოსი მქონდა ნაყიდი, მთლად ვარდისფერები არა, მაგრამ მაინც გოგოსები იყო და ხუმრობით ვამბობდი კიდეც, ბიჭი რომ იყოს, გავგიჟდები-მეთქი, მაგრამ ტუჩებპრანჭია გოგონა დაიბადა ჩამოყალიბებული ნაკვთებით. ნელ-ნელა წამწამებიც ამოუვიდა, წარბებიც ეხატება. ბანაობისას თმა სცვივა, ღინღლი აქვს, მაგრამ ვცდილობ, ''აბადოკი'' გავუკეთო და გოგოს დავამსგავსო.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება